ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Fitch - როგორ აისახება სებ-ის გამკაცრებული პოლიტიკა ეკონომიკაზე
15 ნოემბერი, 2019, 17:55
Fitch - როგორ აისახება სებ-ის გამკაცრებული პოლიტიკა ეკონომიკაზე

თბილისი (GBC) - სარეიტინგო სააგენტო Fitch ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აფასებს.  აღნიშნავს, რომ განაკვეთის ზრდით სებ-ი ლარის კურსის გაუფასურებით გამოწვეული გაზრდილი ინფლაციის შემცირებას ელოდება. ინფლაციის დონის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად სახელდება გაზრდილი გადასახადი თამბაქოზე.

 

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, Fitch აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული ავიაშეზღუდვა იყო, რამაც გავლენა იქონია ტურისტულ ნაკადებზე.

„თავისუფალმა გაცვლითმა კურსმა ბუფერის როლი ითამაშა საგარეო შოკის პერიოდში. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე დადებითად იმოქმედა იმპორტის შემცირებამ და ტურისტულმა ნაკადებმა, რომელიც მიუხედავად რუსული შეზღუდვისა ჯამში მზარდია. 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2.9 მლრდ მიიღო, რაც წლიურად 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნავს Fitch.

მონეტარული პოლიტიკის შერბილებას Fitch საშუალოვადიან პერიოდში ელის და აღნიშნავს, რომ ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2020/2021 წლებში დაუბრუნდება.


მიუხედავად ამისა Fitch არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს პროაქტიულ მიდგომას და ინფლაციაზე ზეწოლის შესარბილებლად ის კვლავ გამოიყენებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, იმ შემთხვევაში თუკი ლარის გავლენა სამომხმარებლო ფასებზე ასახვას განაგრძობს.

ამასთან, Fitch მიანიშნებს, რომ ლარის გაუფასურება დამატებით ტვირთად აწვება ქვეყნის საგარეო ვალსაც, რომლის უმეტესობაც (77%) უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც გადახედა და ის 4.3%-მდე შეამცირა. მიზეზი სებ-ის მიერ გამკაცრებული დაკრედიტების პირობები და რუსული ავიაშეზღუდვაა.

ინფრასრტუქტურაზე და განათლებაზე გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების პარალელურად, Fitch ელოდება რომ დეფიციტი 2.7%-მდე გაიზრდება. ლარის გაუფასურების პარალელურად კი საგარეო ვალის მოცულობა მშპ-სთან 47%-მდე გაიზრდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები