







თბილისი (GBC) - სემეკმა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესების დამტკიცებაზე განაცხადა.
დაამტკიცა 22 ნოემბრის საჯარო სხდომაზე
მონიტორინგის მიზანია კონკურენტული და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი მექანიზმების შექმნა წესი განსაზღვრავს საწარმოთა მიერ კომისიაში ანგარიშგების წარმოდგენის პროცედურებს, ანგარიშგების ფორმებს, მონაცემების დამუშავების სტანდარტებს, საწარმოთა ელექტრონული პლატფორმის შექმნის, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების წესს.
ინვესტიციების შეფასების წესით განისაზღვრება ელექტროენერგეტიკის, გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატების საინვესტიციო გეგმებისა და პროექტების შემუშავების, წარდგენის, შეფასების, დამტკიცების, მონიტორინგისა და მათში ცვლილების შეტანის ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები.
წესი ვრცელდება ელექტროენერგიის გადაცემის,
დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებზე, ბუნებრივი გაზის
ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებზე, წყალმომარაგების ლიცენზიატზე,
ასევე, ელექტროენერგიის წარმოების იმ ლიცენზიატებზე, რომელთაც კომისია უდგენს
ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს.