ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8818        EUR 3.2158        GBP 3.7639        RUB 4.6718        UAH 1.2014        AZN 1.6944        AMD 6.0059      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მამუკა ხაზარაძე: კრიმინალ გახარაიაზე საქმე უნდა აღიძრას
2 დეკემბერი, 2019, 15:22
მამუკა ხაზარაძე: კრიმინალ გახარაიაზე საქმე უნდა აღიძრას

თბილისი (GBC) - მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას 3 ბრიფინგით 4 კომპანიის დანგრევაში ადანაშაულებს და ქვეყნის წინაშე დივერსიად აფასებს მიმდინარე საქმეს.

ლელოს დამფუძნებელმა სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე განაცხადა, ავთანდილ წერეთელს კი ბოდიში მოუხადა, რადგან არაფერ შუაშია.

"პოლიტიკურად მოტივირებული, უსაფუძვლო, დაზარალებულის არმქონე საქმეა და გთხოვთ, ეს საქმე შეწყვიტოთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ტყუილს უწოდებს 17 მლნ-ზე დაწყებულ სასამართლო პროცესს, რეალურად საქმე ეხება $80 მლნ-ს.

"2007 წელს $80 მლნ  ვისესხეთ, რადგან "ნაცმოძრაობის" გამო ბანკი გაჩერდა, არა იმიტომ რომ რამე დავაშავეთ, სწრაფად ვიზრდებოდით და გაგვაჩერეს, გვითხრეს კაპიტალი სასწრაფოდ უნდა გაზარდოთო".

ხაზარაძემ დეტალურად გაიხსენა როგორ ისესხა კომპანიამ მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ბანკისგან $60 მლნ, დანარჩენი 17 მლნ-დან 3 მლნ „ბორჯომის“ გენდირექტორისგან აიღო ვალად, 17 მლნ კი ჰოლანდიელი პარტნიორებისგან, რომელთათვის უკან დასაბრუნებლად ავთო წერეთლისგან $17 მლნ ისესხა.

"ავთანდილ წერეთელმა თანხა ლარში გადაიყვანა, მერე ჩვენ ისევ დოლარში გადავიყვანეთ და ირლანდიელებს თანხა დავუბრუნეთ. ავთო წერეთელთან 6-თვიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

გაიხსენა გახარიას წერილიც, რომელზეც ამბობს, რომ საქმე არ აღიძრა.

"პირდაპირ გეუბნებით, კრიმინალ გახარაიაზე საქმე უნდა აღიძრას. შს მინისტრი გემუქრება და გეუბნება ტელევიზია გააჩეროს და ესენი დანაშაულს ამაში ვერ ხედავენ. 11 წლის წინანდელ საქმეში კი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული, დანაშაულის ნიშნებს ხედავენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები