ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9562        EUR 3.3476        GBP 3.7328        RUB 4.2963        UAH 1.1144        AZN 1.7389        AMD 6.1284      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ყველაზე მოთხოვნადი კადრები - ვის ეძებენ დამსაქმებლები
2 დეკემბერი, 2019, 15:29
ყველაზე მოთხოვნადი კადრები - ვის ეძებენ დამსაქმებლები

თბილისი (GBC) – საქართველოში დასაქმებულების 1/3-ზე მეტი ვაჭრობის და მომსახურების სექტორშია, -ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის ახალი კვლევა გამოაქვეყნა,  კერძო სააგენტოს - HR.GE ვაკანსიების 31.5% სერვისის და  გაყიდვების სფეროში დასაქმებულებზე მოდის. მაღალია მოთხოვნა ტექნიკოსებზე (22,2%), სპეციალისტებსა (15,4%) და ოფისის დამხმარე პერსონალზე (13,9%).

 

მაღაზიის კონსულტანტ-გამყიდველებზე (12,453), მიმტანებზე (1,569), უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე (1,532), გაყიდვების ოფიცერსა (1,391) და მზარეულებზე (1,099).

 

ტექნიკოსების და დამხმარე სპეციალისტების ძირითადი ჯგუფიდან, 72.2%  ბიზნეს და ადმინისტრირების მიმართულებაა,  მრავლადა კომერციული გაყიდვების წარმომადგენლები (5,237), საკრედიტო სესხის ოფიცრები (1,720), ოფისის ზედამხედველები (1,628) და სადაზღვეო წარმომადგენლები (846).

 

ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების ძირითადი ჯგუფის მსგავსად ლიდერობს ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალისტები (39,4%), რაც ბუღალტრის (2 457) ვაკანტური პოზიციების სიმრავლითაა განპირობებული.

მაღალია მოთხოვნა ბუღალტრებზე, რომლებიც რიგ შემთხვეებში დასაქმებულები არიან ერთზე მეტ სამუშაო ადგილას და იურიდიული სუბიექტების დაფუძნების პარალელურად იზრდება მათზე მოთხოვნა.

 

ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალისტებიდან გამოცხადებული ვაკანსიების სიმრავლით გამოირჩევა: საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები (534), პერსონალისა და კარიერის წინსვლის სპეციალისტები (390) და ფინანსური ანალიტიკოსები (226). ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებიდან ყველაზე მეტი ვაკანსიაა ფარმაცევტებზე (330). ამის გარდა მაღალია მოთხოვნა მედიცინის სპეციალისტ-პრაქტიკოსებზე (230).

 

მაღალია მოთხოვნა: პროგრამისტებზე (902), მონაცემთა ბაზის დიზაინერებზე (131) და კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების განვითარების სპეციალისტებზე (72).

 

მენეჯერების პოზიციებზე  ვაკანსიები  მთლიანი 2,5%-ია,  თითქმის ნახევარი მოდის ადმინისტრაციულ და კომერციულ მენეჯერებზე (49,2%). კერძოდ, ფართოდ არის წარმოდგენილი მოთხოვნა ფინანსურ მენეჯერებზე (267), რომელთა ფუნქციებში შედის საწარმოს ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და კოორდინაცია. მენეჯერული პოზიციებიდან ასევე მოთხოვნაა რესტორნებისა (227) და სასტუმროების (94) მენეჯერებზე, რაც აიხსნება ბოლო წლებში ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ტენდენციით, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის და პირდაპირი ინვესტიციებით, რაც საქსტატით 2018 წე;ს 6.2% შეადგინა.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები