ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.877        EUR 3.1892        GBP 3.7369        RUB 4.6737        UAH 1.1808        AZN 1.6943        AMD 5.9969      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართულ ენერგორეფორმებს ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა
2 დეკემბერი, 2019, 16:28
ქართულ ენერგორეფორმებს ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა

თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა, რომელიც საქართველოში აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოვიდა და პირველი საინფორმაციო შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.


ნეპალის დელეგაციას, სექტორის წამომადგენლების მონაწილეობით, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ირიგაციის მინისტრი ტოიანათ ადჰიკარი ხელმძღვანელობს


მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, დელეგაცია გაეცნობა ენერგოსექტორის მარეგულირებელ ბაზას, შეხვედრებს გამართავს  საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან. „იმედი გვაქვს, რომ საქართველოს გამოცდილება ჩვენს ნეპალელ კოლეგებს საკუთარ საქმიანობაში დიდად დაეხმარება" -  განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით კი ბაზრის რეგულირების მიმართულებით.


ნეპალის დელეგაცია 7 დეკემბრამდე დარჩება. უნდა განიხილონ ენერგეტიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების  მოზიდვის,  ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებას და რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები