







თბილისი (GBC) - სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ქართველები შემოსავლის 2.2%-ს ხარჯავენ, რაც 0.8%-ით ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს - G&T-მ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მიმოხილვა გამოქვეყნა.
სატელეფონო
მომსახურები წლიური (2017) დანახარჯია - 496 მლნ ლარი (2007 წ - 450 მლნ). მიუხედავად მცირე ზრდისა ოჯახების მთლიან დანახარჯებში სატელეკომუნიკაციოს წილი მცირდება. 2007 წელს თითო ოჯახი 3.6%-ს ხარჯავდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის სიმცირისა (3.7 მლნ) მიუხედავად საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბაზარია. ერთ-ერთ მიზეზად ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობა სახელდება. საქართველოში 10-დან 40 წლამდე წილი მთლიან მოსახლეობასთან 38.5%-ია, ევროკავშირში -35.2%.
2018 წელს სექტორმა 844 მლნ ლარის (333$) დაგენერირება შეძლო. შემოსავლის ყველაზე დიდ წილს კომპანიები მობილური მომსახურებიდან იღებენ. ბოლო 12 წელია მობილურ ბაზარზე 3 კომპანია დომინირებს. აბონენტების 74.1% ფიზიკური პირებია,
2010 წლის შემდეგ კორპორატიული აბონენტების რაოდენობა 4.7-ჯერ გაიზარდა.
აბონენტების რაოდენობით წილი შემდეგნაირად ნაწილდება (09/2019)
მაგთი - 40%
სილქნეტი - 35%
ვიონი - 25%
2018 წელს მობილური კომპანიების
შემოსავლები 7.3%-ით, ₾481.2 მლნ-მდე გაიზარდა 47% მაგთიზე მოდის.