






USD | 3.3043 |
EUR | 4.0147 |
GBP | 4.5223 |
TRY | 0.4473 |

თბილისი (GBC) - Fitch Ratings-მა ხალიკ ბანკს ( საქართველო) გრძელვადიანი IDR რეიტინგი ‘BB-‘ - დან ‘BB’ -მდე გაუუმჯობესა.
გაუმჯობესება მისი მშობელი კომპანიის
რეიტინგს მოყვა Kazakh JSC Halyk Bank (HBK, BB+/Positive).
შესაბამისად, ხალიკ ბანკი საქართველოს
IDR და დამხმარე რეიტინგი HBK-ს პოტენციურ მხარდაჭერას მოყვა.
HBK– სა და HBG– ს გრძელვადიან IDR-ებს
შორის ერთსაფეხურიანი განსხვავება ასახავს მშობელ – შვილობილი ურთიერთობის
ტრანსსასაზღვრო ხასიათს და ჯგუფში ქართული შვილობილი კომპანიის შეზღუდულ როლს და
ჯგუფში მისი მოკრძალებული წვლილის შეტანას.
თუმცა, ამავდროულად HBG–ს IDR– ის დადებითი ხედვა მშობლებეც შესაბამისად
აისახება.
Fitch-ის თქმით, HBG– ს მომგებიანობა
გონივრულია, რაც გამოიხატება ოპერაციული მოგებუს რისკზე შეწონილი აქტივებით.
HGB სიცოცხლისუნარიანობის რეიტინგი
(VR) მისი ზომიერი ფინანსური პროფილის მეტრიკებშია, შეზღუდული ფრენჩაიზის და
გაზრდილი რისკების შესაბამისად, რაც აისახება მის მნიშვნელოვან დაკრედიტების
კონცენტრაციებში და ბაზარს ზედა ზრდისთვის.
წლის პირველ ნახევარში, უცხოური
ვალუტის სესხების წილი 76%-ია.
ხოლო, სასესხო პორტფელის 37% კი 25
მსხვილ მსესხებელზე მოდიოდა.
სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, HBG
- ის რეიტინგი HBK-ს რეიტინგთან მიმართებით სენსიტიურია.
რეიტინგში გათვალისწინებულია
საქართველოს სუვერენული რეიტინგი და ქვეყნის რისკები, რასაც ადგილობრივი ბანკები
ექვემდებარებიან.