






USD | 3.3043 |
EUR | 4.0147 |
GBP | 4.5223 |
TRY | 0.4473 |

თბილისი (GBC) - „ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, როცა ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა“ - მინისტრის შეფასებით, ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული. ისედაც ძალიან დაგვიანდა - 2 წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, ამ ინვესტორთან ერთად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
კითხვაზე, რა გეგმავს, ინვესტორის მხირდან დათქმულ ვადაში პირობის შეუსრულებლობისას, ნათია თურნავამ თქვა, რომ მთავრობა იმსჯელებს - „დარჩა რამდენიმე დღე, არ მსურს, ფორმალობები დავარღვიოთ, მითუმეტეს, სამართლებრივ დავაზე იწყება საუბარი. ვაცალოთ ინვესტორს, ამოიწურება ვადა და ვიმსჯელებთ, პროექტი აუცილებლად, სწრაფად, ეფექტურად განხორციელდეს. ანაკლიის პორტის პროექტი კონსტიტუციით არის დაცული“ .