ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბას გამარჯვებულები: აკა მორჩილაძე, ზაზა ბიბილაშვილი, სულხან სალაძე ..
9 დეკემბერი, 2019, 11:42
საბას გამარჯვებულები: აკა მორჩილაძე, ზაზა ბიბილაშვილი, სულხან სალაძე ..

თბილისი (GBC) - ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოებას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, თეა თოფურია, ზაალ ანდრონიკაშვილი და რუსუდან რუხაძე, გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოავლინა. 

1.                   საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე „კუპიდონი კრემლის კედელთან“

2.                   საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი „ფაზლი“

3.                   საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა“

4.                   საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“

5.                   საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“

6.                   საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე „უცნობი ძველი აჭარა“

7.                   უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს „ჰეკაბე“ და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის „ორლანდო“

8.                   ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს

წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტებ წლის საუკეთესო კრიტიკაში და ამ ნომინაციისთის განსაზღვრული ჯილდო, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე. ნომინაციაში ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა დაჯილდოვდა ნინო ლომაძის "ვაშლის ბაღები" და ნომინაციაში ლიტერატურულ დებიუტი - გიორგი მასხარაშვილი "14 კრისტალის თეორია".

წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, 1 თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც „საბას“ პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.  

გამარჯვებული წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები