ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8867        EUR 3.2005        GBP 3.7899        RUB 4.6592        UAH 1.1809        AZN 1.7001        AMD 6.0259      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
ბაკურიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის მზადაა
12 დეკემბერი, 2019, 20:55
ბაკურიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის მზადაა

თბილისი (GBC) -  ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი&ბაკურიანი  2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ოფიციალური წერილი ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო. 

 

სეოკ-მა ფესტივალზე ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის 31 ივლისამდე  უნდა წარუდგინოს.  თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია ჩამოვა.

 

საქართველომ სურვილი წელს გამოთქვა. ქვეყანას გააჩნია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება. 2015 წელს, თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.

 

„ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომი/ბაკურიანის კანდიდატურა ზაფხულში წარვადგინეთ. ორგანიზაციამ ჩვენი კურორტები უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირა მასპინძლობის კანდიდატ ქალაქებებად. პროცედურის მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლობითი კომისია ესტუმრება. კომისია ადგილზე შეისწავლის ვითარებას. 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ვინაობა ნოემბერში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პატივი ბორჯომსა და ბაკურიანს ერგებათ.“ელგუჯა ბერიშვილი (ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი):

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები