ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0743        EUR 3.6138        GBP 4.0061        RUB 4.1709        UAH 1.1142        AZN 1.8084        AMD 6.3338      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
3% ინფლაციით ინკლუზიური ზრდა - გვენეტაძეა რეალობას აცდენილი თუ კოვზანაძე
13 დეკემბერი, 2019, 16:06
3% ინფლაციით ინკლუზიური ზრდა - გვენეტაძეა რეალობას აცდენილი თუ კოვზანაძე

თბილისი (GBC) – „სებ-მა ძვირი ფულის პოლიტიკა დააგვიანა“, - საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სებ-ს სექტემბრამდე  მართულ პოლიტიკას უწუნებს, საშემოდგომოთი კმაყოფილია.

 

„ყველას არ სწამს ღნერთი, მაგრამ ყველას სჯერა ბუნდესბანკის“ - კოვზანაძეს არ უგულისხმია ვისაც სწამს იმანაც აღარ იწამოს, მხოლოდ ისურვა რომ  სებ-ს ისევე ენდობოდნენ, როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკს ენდობოდნენ მარკების მიმოქცევის პერიოდში.

 

მისი თქმით, 2020-2022 წ.წ  სებ-ის ფულად-საკრედიტო,  სავალუტო პოლიტიკის დადგენილებით, რომელიც პარლამენტმა კენჭისყრით დაამტკიცა,  სებ-ი 3% -სამიზნე ინფლაციაზე  მაქსიმალურად უნდა  კონცენტრირდეს, რაზეც ისედაც აღნიშნა, დადგენილების წარდგენისას, კობა გვენეტაძემ - „ჩვენ უნდა დაუმიზნოთ 3%-ს“.

 

ირაკლი კოვზანაძემ ბევრი ისაუბრა 3% -ის მნიშვნელობაზე ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაში, თუმცა ეკონომიკის  ზრდის სხვა  მახასიათებლებსა და საჭიროებებზე  არაფერი უთქვამს. აღნიშნა, რომ ქვეყანა ეგზო და ენდოგენური ფაქტორების წინაშეა, რომლებიც ასევე არ დაუკონკრეტებია.  მისი თქმით, „ზომიერმა ინფლაციამ უნდა უზრუნველყოს მდგრადი ზრდა“,  მაგრამ  გასახვევ თამბაქოზე აქციზის  ეფექტს ვინ გაზომავს, ისე, რომ ზომიერება არ დაირღვეს, არავის უკითხავს.


ირაკლი კოვზანაძემ  წლის დასაწყისიდან ლარის 10%-ით გაუფასურებაზე და ბოლო 10 დღეში დევალვაციის წყვეტაზე  განაცხადა, ნომინალურ კურსთან ინფლაციის კორელაციაზე. ასევე გაძვირებულ სურსათზე .

 

ამჯერად ნოემბრის  ინფლაცია მოიხმო - 7% .  საკომიტეტო განხილვაზე კი  აგვისტოს -4.9%**, რის გამოც  სებ-ს რეალობისგან მოწყვეტა დააბრალა და  ცენტრალური ბანკი  კერძო და  საჯარო ყველა სტრუქტურის „თითით საჩვენებელი“ გახდა. ახლა კი ცენტრალური ბანკის მიმართ მაღალი ნდობის საჭიროებაზე აღნიშნა, რამაც ზომიერ ინფლაციასთან ერთად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა  უნდა  უზრუნველყოს.

** დადგენილებაში აგვისტოს ინფლაციაა მითითებული, საპროცედურო ვადის გათვალისწინებით.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები