ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.214        EUR 3.8057        GBP 4.1711        RUB 4.2817        UAH 1.1431        AZN 1.8919        AMD 6.6148      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკმა EIB-ისგან 50 მლნ ევრო მოიზიდა
18 დეკემბერი, 2019, 12:51
საქართველოს ბანკმა EIB-ისგან 50 მლნ ევრო მოიზიდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა 50 მილიონი ევროს 7-წლამდე ვადიანობით სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. რესურსის ათვისება შესაძლებელია დოლარში, ევროსა და ლარში დენომინირებულ ტრანშებად. ლარში დენომინირებული ტრანშის შესაძლო მოცულობა განსაზღვრულია რესურსის მთლიანი მოცულობის 50%-ით. ადგილობრივ ვალუტაში ტრანშის ათვისება ევროკავშირის  Neighbourhood Investment Facility-ის მხარდაჭერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან  იღებული რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო  ბიზნესის (MSME), ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების (MidCaps) საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას მოხმარდება. რესურსი ქვეყანაში ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წახალისებასა და  ხელშეწყობისთვის არის მიმართული.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ჩვენი მეორე ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა. გრძელვადიანი და მულტისავალუტო რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს სახსრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების განვითარების დასაფინანსებლად გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-დაკრედიტებისთვის რესურსის გამოყენება ადგილობრივ ვალუტაშიც შეგვიძლია. ეს მეტად გაამყარებს ჩვენს მოწინავე პოზიციებს ლარში დენომინირებული გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ბაზრისთვის მიწოდების კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ არაერთ გარიგებას დავასრულებთ წარმატებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

“ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა და მისი მდგრადი და ინკლუზიური ზრდა ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი, როგორც ევროკავშირის ბანკის მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამისათვის ადგილობრივი პარტნიორების დახმარება არის საჭირო. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ.  მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენი ტრანზაქციები როგორც ამ კომპანიების, ასევე ქვეყნის ბიზნესპერსპექტივების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ლილიანა პავლოვამ, EIB -ის  ვიცე-პრეზიდენტმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები