ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3332        EUR 3.8812        GBP 4.2365        RUB 4.2875        UAH 1.1788        AZN 1.9622        AMD 6.8566      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი ბანკს მილიონიანზე ნაკლებ არასაჯარო გარიგებას კაპიტალში არ უთვლის
17 იანვარი, 2020, 16:24
სებ-ი ბანკს მილიონიანზე ნაკლებ არასაჯარო გარიგებას კაპიტალში არ უთვლის

თბილისი (GBC) - კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებში ცვლილება შევიდა.  სებ-ს სუბორდირინებულ ინსტრუმენტებზე  გარკვეული შეზღუდვა აქვს და საჯაროსთვის  ₾100 000 -იანს უშვებს.

 

კერძო ობლიგაციებზე, 1 მილიონიანზე ნაკლები ღირებულების გარიგება კაპიტალის ადექვატურობის მიზნებისთვის ისედაც არ ითვლება, 2017 წელს ამოქმედებული ცვლილებებით, რაც ბანკირების თქმით სესხის რითეილში მოხვედრის ერთგვარი პრევენციაა.


ახლადამოქმედებულით კი ₾ 100 000 გარიგებაც დაიშვება, თუმცა მხოლოდ საჯარო შეთავაზებისას.  გარიგების მხარე გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსს უნდა აკმაყოფილებდეს და შესაძლებელია იყოს იურიდიული პირი, საფინანსო  ინსტიტუტი. გათვითცნობიერებულად მიიჩნევა, კომპანიის დირექტორიც, ასევე ფიზიკური პირი, 3 -წლიანი >₾600 000 შემოსავლით (წლიური  ₾200 000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ან 3 მლნ ლარის ღირებულების მფლობელი).

 

როგორც ცნობილია, საჯარო შეთავაზაბის პროსპექტს ვიზას სებ-ი ადებს. კერძო შეთავაზებისას პროსპექტი დამოწმებას არ საჭიროებს, თუმცა კაპიტალის ნაწილში მაინც ზედამხედველთან გადის.

 

"კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დებულებაში  ზარალის შეწოვის უნარიანია  პირველადი,  ასევე მეორადი კაპიტალის  ინსტრუმენტებია, რომლის  ჩამოწერა მარტივი არ არის

 

ამ ინსტრუმენტებით სექტორი  მუდმივად სარგებლობს.  მაგ: თიბისის და საქართველოს ბანკს 100 და 120 მლნ-ის პირველადი კაპიტალის სუბორდინირებული სესხები აქვს

 

ცვლილებები საბოლოოდ დეპოზიტარების  დაცვას ემსახურება, რომ  ბანკმა, რაიმე გამოწვევისას,  ვალდებულებების გასტუმრება არ შეაფერხოს. 

 

ცვლილებები მუხლობრივად განმარტებულია საკანონმდებლო მაცნეზე:

„კ) კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის განსაზღვრისას, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ვალდებულებების აქტივებზე მეტობის შეფასებას, ინსტრუმენტი არ იქნება ვალდებულებების ნაწილი;“;

 

 „ო) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი. საჯარო ფასიანი ქაღალდები საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტრუმენტი დაფინანსებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორის მიერ და ინსტრუმენტის მინიმალური ნომინალური ღირებულება ან ასეთი ინსტრუმენტის ყოველი შესყიდვის გარიგების მინიმალური თანხა ერთ ინვესტორზე 100 000 ლარს აღემატება.“.

 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                  კობა გვენეტაძე



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები