ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3332        EUR 3.8812        GBP 4.2365        RUB 4.2875        UAH 1.1788        AZN 1.9622        AMD 6.8566      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისის ავტოპარკს ISUZU-ს ახალი ავტობუსები შეემატა
21 იანვარი, 2020, 12:58
თბილისის ავტოპარკს ISUZU-ს ახალი ავტობუსები შეემატა

თბილისი (GBC) - თბილისის ავტოპარკს ISUZU-ს 40 ახალი ავტობუსები შეემატა. რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, 8 მარშრუტზე გადანაწილდება.

ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, 21 დასაჯდომით; ადაპტირებულია შშმ პირზე; აღჭურვილია WIFI-თ,  ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით. გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენი.


ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება: N17 -  გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი; N27  - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი; N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი; N60 -  გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“; N62  - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება; N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა; N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.


უახლოეს მომავალში თბილისს დამატებით, „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული ავტობუსი შეემატება. თბილისის მერის თქმით, დაახლოებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაც იგეგმება, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, სულ „ისუზუს“ მარკის 220 ერთეული და „მანის“ მარკის 90 ერთეული ავტობუსი შეისყიდა. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები