ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7905        EUR 3.0782        GBP 3.5975        RUB 4.1597        UAH 1.1339        AZN 1.6435        AMD 5.8257      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
UN საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის
21 იანვარი, 2020, 13:26
UN საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის

თბილისი (GBC) - UN საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. საქართველოს პროგნოზი რეგიონის საერთო მაჩვენებელზე - 3.7% - მაღალია. რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს.

•               სომხეთი - 5.4%

•               ბელარუსი - 2%

•               საქართველო - 4.5%

•               ყირგიზეთი - 4.5%

•               მოლდოვა - 3.9%

•               ტაჯიკეთი - 6%

•               უზბეკეთი - 5.7%

•               უკრაინა - 3%

•               აზერბაიჯანი - 2.5%

•               ყაზახეთი - 3.5%

•               რუსეთი - 1.8%

•               თურქმენეთი - 5.6%

თავის ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2020-2021 წლებში დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაა მოსალოდნელი. რეგიონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.3%-ია 2020 წლისთვის.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს საქართველოსა და ყაზახეთში, მიზნობრივზე მაღალმა ინფლაციამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია წლის მეორე ნახევარში.

“სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის სწრაფმა ტემპმა, განსაკუთრბით კი მსესხებლების ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, საფინანსო სექტორში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. ამან კი საქართველოსა და რუსეთში რეგულაციების გამკაცრება გამოიწვია“, - წერია ანგარიშში.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, გასული წელს გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. კერძოს მშპ-ს ზრდის ტემპი მსოფლიოში 2.3%-ის ფარგლებში იყო, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები