ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7905        EUR 3.0782        GBP 3.5975        RUB 4.1597        UAH 1.1339        AZN 1.6435        AMD 5.8257      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთის ბარათი ევექსის 33 კლინიკაში ფასს ანახევრებს
21 იანვარი, 2020, 14:20
ლიბერთის ბარათი ევექსის 33 კლინიკაში ფასს ანახევრებს

თბილისი (GBC) - ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.


მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.ფასდაკლება ვრცელდება ექოსკოპიაზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სხვა რადიოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.


„სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. რის შედეგადაც, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.

ვიმედოვნებთ, რომ ევექსი კლინიკების ქსელთან  თანამშრომლობით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ", - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

„მოხარული ვართ, რომ ევექსი კლინიკები ჩაერთო ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში. პროექტის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს ევექსი კლინიკებში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე უპრეცენდენტო ფასდაკლება შევთავაზეთ. ევექსი კლინიკები მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მოსახლეობაში დაავადებათა სკრინინგის, ადრეული გამოვლენის, რეგულარული მონიტორინგის კულტურა დაინერგოს და ეს პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით.“ - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.


ლიბერთი ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.


“ევექსი კლინიკები”  GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილია.. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.





მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები