ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2896        EUR 3.6232        GBP 4.033        RUB 4.2168        UAH 1.1736        AZN 1.9425        AMD 6.6457      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
უზბეკეთში თიბისის 4 პარტნიორი ეყოლება
23 იანვარი, 2020, 19:07
უზბეკეთში თიბისის 4 პარტნიორი ეყოლება

თბილისი (GBC) - უზბეკეთში თიბისის მიერ დაფუძნებულ ახალ ბანკს 4 პარტნიორი ეყოლება.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში, თიბისის წილი 51% იქნება, 20-20% შეავსებენ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ხოლო 10%-იანი წილით იქნება წარმოდგენილი ლოკალური პარტნიორი - „უზბეკეთის და ომანის ფონდი“. წინასწარი საბანკო ლიცენზია უკვე მიიღო.

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება  საცალო, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ, ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი  ბაზარი, კი ძალიან მიმზიდველი და მზარდია.

ბაზარზე შესასვლელად მზადება 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და შექმნა გუნდი, რომელიც იმუშავებს ბანკისთვის. ამჟამად თიბისი უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საბოლოო ლიცენზიის მიღებას ელოდება, ხოლო  2020 წლის ზაფხულში დაიწყება საბანკო ოპერაციები.

პარალელურად თიბისი აქტიურად  მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ თავისი 1.8 მილიონი აქტიური მომხმარებლით.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები