ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2896        EUR 3.6232        GBP 4.033        RUB 4.2168        UAH 1.1736        AZN 1.9425        AMD 6.6457      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
28 იანვარი, 2020, 17:20
ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

თბილისი (GBC) - ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია.

უკვე გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება.

სწორედ ეს შეთანხმები გაითვალისწინა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და „ეიერ-მერიდიანსს“ მშენებლობის დასრულება გადაუვადა, პირგასამტეხლო კი გაუუქმა.

კომპლექსი კახაბრის დასახლებაში მოიცავს 220 ნომრიან სასტუმროს, მინიმუმ 600 აპარტამენტს, სამორინეს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრს. 13 000 კვ.-ზე მოეწყობა სარეკრეაციო ზონა, ავტოსადგომი, კვების ობიექტები.

პროექტის განხორციელებაში ინვესტორი მინიმუმ 30 მლნ დოლარის ინვესტირებას.

ბათუმში, კახაბრის დასახლებაში 29445 კვმ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია ეიერ-მერიდიანსმა 2,091 მლნ დოლარად 2015 წლის მაისში შეიძინა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით კომპლექსის მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები