






USD | 3.2969 |
EUR | 3.9982 |
GBP | 4.5286 |
TRY | 0.4479 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეკოტურისტული მიმზიდველობა იზრდება. წელს დაცულ ტერიტორიებზე 100 კმ ბილიკი და 10 ტურისტული კოტეჯი მოეწყობა. ინფრასტრუქტურაში 5 მლნ-მდე ლარის ინვესტირებით. ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მარტვილის კანიონზე სათაფლიაში.
დასრულდება სათაფლიის მღვიმის განათება.. კოტეჯები მოეწყობა კოლხეთის და მტირალას ეროვნულ პარკებში. გეგმაშია ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.
2019 წელს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული ატრაქცია მოეწყო, 3 მლნ-მდე ლარის ინვესტიციით.
გაიხსნა ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის და ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრები; ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო თოკების პარკი.
თოკების პარკი მოეწყო მტირალას ეროვნულ პარკშიც; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მიმდინარეობს 12 საფეხამვლო ხიდის რეაბილიტაცია.