ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მიკრობაზრის 1 მოთამაშე სოლიდურ ზარალზე კი არა მოგებაზეა
ნინო კვინტრაძე
7 თებერვალი, 2020, 12:29
მიკრობაზრის  1 მოთამაშე სოლიდურ ზარალზე კი არა მოგებაზეა

თბილისი (GBC) - 2019 წელი მიკროსაფინანსო სექტორმა 112 123 ლარის მოგებით დაასრულა. ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში კი სექტორს ათეულობით მილიონი ლარის ზარალი უფიქსირდებოდა. 2019 წელსვე ბაზარზე მოქმედი მისოების რაოდენობა 19-ით. 

მიკროსაფინანსო სექტორის წმინდა მოგება წლების მიხედვით შემდეგი იყო: 

2019 წელი - 112 ათასი ლარი 

2018 წელი - 31.1 მლნ ლარი 

2017 წელი - 44.5 მლნ ლარი

2016 წელი - 151.8 მლნ ლარი 

2015 წელი - 124.2 მლნ ლარი 

2014 წელი - 79,8 მლნ ლარი 

2013 წელი -  61.9 მლნ ლარი

2019 წლის ბოლოს საქართველოში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, მათგან 42-ის ფინანსური ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნებულია და ამ მონაცემების მიხედვით, 2019 წელი ზარალით 12-მა მისომ დაასრულა,  12 კომპანიის ზარალი >16 მილიონ ლარია. 

ზარალიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (2019 წ. IV კვ.)

•               4Finance – 6.1 მლნ ლარი

•               ბანი კრედიტი - 1.5 მლნ

•               ქრიმ ფაინანს ჯორჯია - 3.6 მლნ

•               თბილმიკროკრედიტი - 2.5 მლნ

•               ლიდერ კრედიტი - 897 000

•               სიტი კრედიტი - 692 000

მომგებიანებში ყველაზე დიდი წილი მხოლოდ 1 -ზე "რიკო კრედიტზე" - 38.8 მილიონი ლარი, - შედარებისთვის მოგებით მეორე ადგილზე 2019 წლის ბოლოს კრისტალი იყო 5.6 მილიონი ლარით, კომპანიის უმრავლესობის შემთხვევაში კი მოგება მილიონ ლარს არ სცდება.

მოგებიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (2019 წ. IV კვ.)

•               რიკო კრედიტი - 38.8 მლნ ლარი

•               კრისტალი - 5.9 მლნ ლარი

•               სვის კაპიტალი - 3.6 მლნ ლარი

•               მიკრო ბიზნეს კაპიტალი - მოგება 2.8 მლნ

•               კრედიტსერვისი+ - 2.2 მლნ

დღეს 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ლიკვიდაციის პროცესში. მათგან 6 ლიკვიდაციის რეჟიმში 2019 წელს გადავიდა, წლის დასაწყისიდან სიას კიდევ 2 მისო დაემატა, ხოლო დანარჩენი კომპანიების ლიკვიდაცია 2018 წელს დაიწყო.

შემცირდა სექტორის მთლიანი  აქტივების მოცულობაც და მან გასული წლის ბოლოს 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, ნაცვლად ერთი წლით ადრე არსებული 1.4 მლრდ -ის.  სექტორს 1.2 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის სესხი აქვს გაცემული, აქედან ყველაზე დიდი წილი კი ფიზიკურ პირებზე მოდის.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები