ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა CENTRAL BANKING -ის ჯილდო მიიღო
7 თებერვალი, 2020, 14:55
სებ-მა CENTRAL BANKING -ის ჯილდო მიიღო

თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და  "მონტრანმა", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის - "გირაოს მართვის სერვისების საუკეთესო მიმწოდებელის"  ნომინაციაში  გაიმარჯვა.

CENTRAL BANKING - ის დაჯილდოებაა აღიარებულიa, მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. 

GSSS -ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემა, სებ-მა  2018 წლის 3 დეკემბრიდან აამოქმედა. საფინანსო სისტემის  მნიშვნელოვანი კომპონენტია, მისი მეშვეობით ხდება სახელმწიფო და კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, შენახვა, დაფარვა და დაგირავება.  ფასიანი ქაღალდები საუკეთესო გირაოა, ბანკთაშორისი ბაზრისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის. 

სისტემა 2 ცენტრალურ დეპოზიტარს აერთიანებს, ემსახურება მთელ კაპიტალის ბაზარს. სისტემა თვითონ ირჩევს ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის და აკონტროლებს, რომ ეს ოპერაციები ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი გირაოთი.

GSSS უზრუნველყოფს კერძო და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირებას, ერთიანი პლატფორმაზე.

GSSS სისტემა  "მონტრანმა" ეროვნული ბანკის და საქართველოს საფონდო ბირჟის ცენტრალური დეპოზიტარის (GCSD) დაკვეთით შექმნა. და უკვე მიიპყრო მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეთა ყურადღება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, სწორედ ინოვაციური გადაწყვეტილებები გახდა ცენტრალური ბანკების პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვების საფუძველი, რაც უდავოდ ეროვნული ბანკისა და მისი სისტემის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა:

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები