ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1761        EUR 3.5366        GBP 3.9161        RUB 4.5026        UAH 1.1824        AZN 1.8634        AMD 6.5659      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EU: კონკურენციის კანონი რეგულირებად სფეროებზეც გავრცელდება
ნინო კვინტრაძე
13 თებერვალი, 2020, 12:09
EU: კონკურენციის კანონი რეგულირებად სფეროებზეც გავრცელდება

თბილისი (GBC) - კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლიდან დაიწყებს. კანონპროექტი უკვე მომზადებულია და ის ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. ახალი კანონმდებლობით კონკურენციის სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით იზრდება.

იმას, რომ კანონი დახვეწვას საჭიროებს მიუთითებს ევროკავშირიც. კერძოდ, ევროკომისიის აპარატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „საქართველო განაგრძობს კონკურენციის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დებულებების განხორციელებას, რა დროსაც ყურადღება ეთმობა კონკურენციის შესახებ კანონის ცვლილებებს, რათა გაიზარდოს კონკურენციის სააგენტოს საგამოძიებო უფლებამოსილება, მიღებულ იქნას ანტიმონოპოლური პროცედურები და ორფაზიანი შერწყმის პროცედურა დაინერგოს“.

„ეს ცვლილებები მიზნად ისახავს რეგულირებულ დარგებში (საკომუნიკაციო, ენერგეტიკისა და ფინანსების) და მრეწველობის სხვა დარგბში კონკურენციის შესახებ კანონის გამოყენებას, და გამოძიებათა ეფექტიანობის გასაზრდელად სტრუქტურული ცვლილებების შეტანას. მიმდინარეობს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობათა შემდგომი გაძლიერება. სააგენტოს უფლებამოსილებაში ამჟამად მომხმარებელთა უფლებების დაცვაც შედის“, - წერია ანგარიშში.

ცვლილებების შედეგად, კონკურენციის შესახებ კანონში მოექცება ბანკების, ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო სფეროს კომპანიების ოპერირებაც. სწორედ ამ კანონით იქნება განსაზღვრული დაჯარიმების ნორმებიც, თუკი რომელიმე კომპანია კონკურენციის შესახებ კანონს დაარღვევს. სამივე სფეროს წარმომადგენლებს დღეს საკუთარი რეგულატორი ჰყავთ, სწორედ მათთან ერთად იმოქმედებს შემდგომში კონკურენციის სააგენტო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები