






USD | 3.4521 |
EUR | 4.1442 |
GBP | 4.8081 |
TRY | 0.4219 |

თბილისი (GBC) – დავით წიკლაური მორიგი ვადით როდის შეითავსებს ოფიცრობას ჯერ ოცნობია. არც ის გრძელვადიან საინვესტიციო დოკუმენტს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე მოაწერს ხელს, თუ დირექტორი.
სებ-ი 20 თებერვალს წადგენილ დოკუმენტს განიხილავს, სადაც ფულადი და ფულის ექვივალენტის გარდა სხვა ინსტრუმენტებიც (ობლიგაცია, აქცია...) გაწერილია, რომელშიც საპენსიო ფონდის ფული ბანდდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საინვესტიციო პოლიტიკის წინა დოკუმენტი დროებითი იყო, სებ-ში 19 სექტემბერს შევიდა და 25 ოქტომბერს გამოვიდა, თუმცა დირექტორის ხელმოუწერელი დარჩა.
ლევან სურგულაძის თქმით, რომელიც სააგენტოს დირექტორი იყო 16 იანვრამდე (გადადგომაზე დეკემბერში განაცხადა), დოკუმენტი, რომელზეც არსადაა მითითებული, რომ დროებითია, ეხება კონკრეტულ საინვესტიციო ინსტრუმენტს - ‘საინვესტიციო პოლიტიკა - ფულადი და ფულის ექვივალენტის პორტფელი“
რაც იმას ნიშნავს, რომ დირექტორს 25 ოქტომბერს ხელი რომ მოეწერა, პირველი ინვესტიცია რამდენიმე თვით ადრე განხორციელდებოდა და საპენსიო თანხები „ბევრ მილიონს უფრო ადრე დაწერდა“ და ბენეფიციარების დანაზოგის სარგებელი გაიზრდებოდა.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ დროისთვის სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ჰყავდა, დროებით.
საბჭოს წევრი დავით წიკლაური 16 აგვისტოს ოქმით დაინიშნა 1 თვით, 18 სექტემბერს ოქმით გაუგრძელეს კიდევ ერთი თვით 27 ოქტომბრამდე (მანამდე 27 სექტემბრამდე ჰქონდა ვადა)