ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1576        EUR 3.4134        GBP 3.8782        RUB 4.1072        UAH 1.148        AZN 1.8574        AMD 6.3104      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საგარეჯოელები დაურეგისტრირებელ მიწებს იჩემებენ
10 მარტი, 2020, 19:07
საგარეჯოელები დაურეგისტრირებელ მიწებს იჩემებენ

თბილისი (GBC) - „დავიტოვებთ მიწის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელთანაც მოსახლეობას არანაირი შემხებლობა არ აქვს, რათა არც ერთი ოჯახის ინტერესი არ შეიბღალოს. მივმართავ ამ ოჯახებს: თქვენი ინტერესების პირველი დამცველი იქნება საპარტნიორო ფონდი“ - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდისთვის გააცემულ, საგარეჯოს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთებზე.

დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ, „საპარტნიორო ფონდი“ წელიწადნახევარია მუშაობს ინვესტორებთან საქართველოში ზეთისხილის ბაღების გაშენების პროექტზე. მისი თქმით, ინვესტორის მხრიდან აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ პროექტში მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს, ფონდის პოზიცია კი - პროექტში შევიდოდა არა ფულადი კაპიტალით, არამედ ტერიტორიებით, რომლებსაც სახელმწიფოსთან ერთად შეარჩევდა. მიწის გამოსაყოფად ფონდმა შესაბამის სამსახურებს: ქონების მართვის სააგენტოს, კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობას მიმართა.

 „ჯერჯერობით  2000 ჰა-ს ნაცვლად ფონდისთვის  გადმოცემულია 522 ჰა მიწა. ჩვენ დავუკავშირდით ინვესტორს მიწის დამუშავების დასაწყებად. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საგარეჯოს მინიციპალიტეტის სოფელი გიორგიწმინდის მოსახლეობის ნაწილს გაუჩნდა პრეტენზია, რომ მოხდა გადაკვეთა მათ ინტერესში არსებულ მიწებთან. საჯარო რეესტრში ამ მიწებთან დაკავშირებით იჯარა ან სხვა ტიპის ვალდებულება არ ფიქსირდება. ცხადია, თუ მიწა საკუთრებაშია, სახელმწიფო მას ვერ გადმოგვცემდა. თუმცა, მოსახლეობის ნაწილს აქვს პრეტენზია, რომ მართალია, ეს ნაკვეთები მათ მფლობელობაში არ არის, ისინი მათ ამუშავებდნენ ან გასულ წლებში ჰქონდათ საიჯარო ხელშეკრულება, რომელსაც ვადა უკვე ამოეწურა. ხაზს ვუზვამთ, რომ ყოველი მათგანის ინტერესი იქნება მაქსიმალურად დაცული და თითოეული კვადრატული მეტრი, რომელთანაც მათ შეხების ფორმა ჰქონიათ, იქნება ხელუხლებელი. ჩვენ სათითაოდ ვიმუშავებთ თითოეულ საკადასტრო კოდზე, თითოეულ ოჯახთან, რაც უკვე ხდება კიდევაც და ამ 522 ჰა მიწიდან სრულად გამოვყოფთ იმ ნაწილს, რომელიც ინტერესს მიღმა დარჩება, იქნება ეს 50, 100 თუ 200 ჰა. დავიტოვებთ მხოლოდ იმ ნაწილს. რომლებთანაც მოსახლეობას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, რათა არც ერთი ოჯახის ინტერესი არ შეიბღალოს. მივმართავ ამ ოჯახებს: თქვენი ინტერესების პირველი დამცველი იქნება „საპარტნიორო ფონდი“. დამატებით, შევთავაზებთ, ამავე პროექტში თავიანთი მიწებით შემოვიდნენ. თუმცა არ დავუშვებთ, რომ გარკვეული უსაფუძვლო სპეკულაციური მიზნებით, შეჩერდეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტი,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

 შეგახსენებთ, ზეთისხილის ბაღების გაშენების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საპარტნიორო ფონდს” საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული სახნავ-სათესი ნაკვეთები გადასცა. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები