ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1748        EUR 3.4551        GBP 3.911        RUB 4.2058        UAH 1.1718        AZN 1.8675        AMD 6.3775      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის მსესხებელს საშეღავათო პერიოდი ჩაერთო
14 მარტი, 2020, 15:45
თიბისის მსესხებელს საშეღავათო პერიოდი ჩაერთო

თბილისი (GBC) - თიბისის მსესხებელი საშეღავათო პერიოდით - 3 თვიანი გადავადებით ისარგებლებენ.  პერიოდი 13 მარტიდან  ჩაირთო და  30 ივნისამდეა. ორშაბათიდან  მომხმარებლებს პირობები  დისტანციური არხით აცნობენ.

1.             ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?

ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც თიბისი ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით;

2.             რომელ პროდუქტებს შეეხება?

საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:

•               იპოთეკური სესხები

•               სამომხმარებლო სესხები

•               სასწრაფო სესხი

•               ავტო სესხები

•               განვადება

•               საკრედიტო ბარათები

•               ოვერდრაფტი

•               ლომბარდი

•               სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები;

3.             რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ რამდენი გადახდა არ უნდა გადავიხადო ბანკში?

საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისამდე და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას;

4.             როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?

2020 წლის 13 მარტიდან დაიწყო საშეღავათო პერიოდების ჩართვა;

5.             თუ გადახდა მიწევს დღეს ან მომდევნო კვირაში რა მოხდება?

ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სესხის გადახდა უწევდა 13 მარტიდან შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით;

6.             გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?

არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთების ცვლილება არ მოხდება;

7.             გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?

დიახ, სესხის ვადის გაზრდა მოხდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + 3 თვით;

8.             გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;

9.             საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?

დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე;

10.          პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?

არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ მოხდება;

11.          რამდენიმე სესხი თუ მაქვს შემიძლია თუ არა ავირჩიო რომელზე გავრცელდეს და რომელზე არა?

ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში - არც ერთზე;

ბიზნეს სესხების და სტატუს მომხმარებლების შემთხვევაში მოხდება ინდივიდუალური განხილვა;

12.          თუ არ მინდა საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?

შესაძლებლობა გექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსიროთ უარი, მას შემდეგ რაც ბანკისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას; შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლებთან დაიწყება 16 მარტიდან ეტაპობრივად;

13.          ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციით, გავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი?

თუ მიმდანარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის თებერვლის თვეში, რომელზეც ვრცელდებოდა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება);

ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება + 2 თვე);

14.          როგორ გაიგებს მომხმარებელი თარიღის გადაწევის შესახებ?

16 მარტიდან ეტაპობრივად მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით. 20 მარტამდე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უარი თქვან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი;

15.          რა პროცესით ჩაირთვება საშეღავათო პერიოდი ?

ფიზიკური პირების შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდება ავტომატურად, გარდა იმ პირებისა, ვინც უარს განაცხადებს 20 მარტამდე; ბიზნეს სესხების და თიბისი სტატუს მომხმარებლების შემთხვევაში მოხდება ინდივიდუალურად განხილვა;

16.          ექნება თუ არა მომხმარებელს წინსწრების საკომისიო?

იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;

17.          ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი 16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე?

დიახ, 16 მარტიდან გაცემულ სესხებზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე;

18.          იქნება თუ არა შესაძლებელი, მომხმარებელმა ინტერნეტბანკიდან დაფაროს წინსწრებით სესხი თუ სარგებლობს საშეღავათო პერიოდით?

სესხის წინსწრებით სდაფარვა დისტანციური არხებიდან შესაძლებელი იქნება.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები