ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1748        EUR 3.4551        GBP 3.911        RUB 4.2058        UAH 1.1718        AZN 1.8675        AMD 6.3775      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი სესხების გადავადების პირობებს აქვეყნებს
14 მარტი, 2020, 18:09
ვითიბი სესხების გადავადების პირობებს აქვეყნებს

თბილისი (GBC) - საკრედიტო შენატანებზე გადავადების დაწესების დეტალური პირობები ვითიბის მომხმარებლებისთვის

2020 წლის 16 მარტიდან ვითიბი ბანკის ყველა მსესხებელს 3 თვით გადაუვადდება საკრედიტო შენატანები. 3 თვიანი გადავადება ნიშნავს 2020 წლის16 მარტიდან მომდევნო 3 საკრედიტო შენატანის გადავადებას. გადავადებით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი მსესხებლის ბანკში ვიზიტი. დეტალურ ინფორმაციას გადავადებით სარგებლობის შესახებ მომხმარებლები მიიღებენ ბანკის დისტანციური არხებით.

- ვისზე გავრცელდება გადავადება?

ყველა ფიზიკურ პირზე, გარდა იმ მსესხებლებისა, რომლებიც 2020 წლის 16 მარტის მდგომარეობით იმყოფებიან 45 ან მეტ დღიან ვადაგადაცილებაში.

- რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათოპერიოდი?

● სამომხმარებლო სესხებს;

● იპოთეკურ სესხებს;

● ავტოსესხებს;

● განვადებებს;

● სალომბარდე სესხებს;

● საკრედიტო ბარათებს;

● სახელფასო ოვერდრაფტებს.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიცსარგებლობენ ბიზნეს სესხებით (მათ შორის აგროსესხებით) ბანკი დაუკავშირდება გადავადებისინდივიდუალური პირობების შესათანხმებლად.

- რომელ პროდუქტებს არ შეეხება შენატანების გადავადება?

დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხები.

- როგორ გადანაწილდება შენატანების გადავადების პერიოდში გამოტოვებული საკრედიტო შენატანების თანხა?

შენატანების გადავადების პერიოდში გადაუხდელი შენატანების (როგორც ძირითადი თანხის, ასევე დარიცხული პროცენტის) გადახდა მოხდება სესხის ვადის გაგრძელების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ გადავადების პერიოდის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს არ მოუწევთ შენატანების გაზრდილი ოდენობით გადახდა. გამონაკლისს წარმოადგენს ამ პერიოდში დაგროვილი სადაზღვევო პრემიის შენატანი, რომლის გადახდა მოხდება გადავადების პერიოდის შემდეგ პირველივე შენატანთან ერთად.

- გავრცელდება თუ არა გადავადება იმ მსესხებლებზე, რომლებიც უკვე სარგებლობენ საშეღავათო პერიოდით? 

ისეთ სესხებზე, რომლებზეც ამჟამად მოქმედებს 3 ან მეტ თვიანი საშეღავათო პერიოდი, სესხის გადავადება არ გავრცელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშეღავათო პერიოდის დარჩენილი ვადა ნაკლებია 3 თვეზე. ასეთ შემთხვევაში მოხდება სესხის გადავადება ისე, რომ დარჩენილი საშეღავათო პერიოდი გაუტოლდეს 3 თვეს.

 

- როგორ შეიტყობს მომხმარებელი შენატანების გადავადების შესახებ?

 ყველა მომხმარებელი მიიღებს სმს შეტყობინებასშენატანების გადავადების შესახებ;

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ერთზე მეტი სესხი აქვს?

შენატანების გადავადება შეეხება ყველა სესხს. ერთ რომელიმე სესხზე გადავადების გაუქმება არ იქნება შესაძლებელი. გადავადება უნდა შეეხოს ყველა სესხს, ან არც ერთს. გადავადების პერიოდში, მომხმარებლის მიერ რომელიმე ერთ ან ყველა სესხზე შენატანის წინსწრებით განხორციელების შემთხვევაში, მას არ მოუწევს წინსწრებისსაკომისიოს გადახდა შენატანის მაქსიმუმ სამმაგი ოდენობის ფარგლებში.

 

- შეეხება თუ არა შენატანების გადავადება საკრედიტო ბარათებს?

ყველა საკრედიტო ბარათზე გაუქმდება მინიმალური შენატანის ვადაგადაცილების ჯარიმა 3 თვით.  გადავადების პერიოდში საკრედიტო ბარათზე თანხების შეტანისას, პირველ რიგში ჩამოიჭრება დარიცხული პროცენტი, ხოლო დარჩენილი თანხით შემცირდება ძირითადი დავალიანება. პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება დარჩენილ ათვისებულ ლიმიტზე.

მნიშვნელოვანია, რომ გახარჯულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდებაგადავადების პერიოდის გასვლისთანავე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ბარათის სტანდარტული საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის („გრეის“ პერიოდი) მოქმედი პირობები უცვლელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა გადახდის თარიღისთვის სრულად უნდა შეავსოს საკრედიტო ბარათიდან გახარჯული ლიმიტი.

- იმოქდებს თუა არა უარყოფითად ჩემს საკრედიტო ისტორიაზე შენატანების გადავადება?

შენატანების გადავადება საკრედიტო ისტორიაზე გავლენას არ მოახდენს

- გავრცელდება თუ არა შენატანების გადავადება მომხმარებლებზე, ვინც სესხს აიღებს 2020 წლის 16 მარტიდან?

საკრედიტო შენატანების გადავადება შეეხებამხოლოდ 16 მარტამდე გაცემულ კრედიტებს.

 

როგორ განვაცხადოთ უარი გადავადების პერიოდით სარგებლობაზე?

 

მომხმარებლებს, რომელთაც არ სურთ შენატანების გადავადებით სარგებლობა, უახლოესი საკრედიტო შენატანის თარიღამდე, მაგრამ არაუგვიანესმიმდინარე წლის 20 მარტისა, შეუძლიათ მიმართონ ბანკს არსებულ/ძველ გრაფიკზე დარჩენის მოთხოვნით, შემდეგი არხების მეშვეობით:

- ბანკის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით;

- სატელეფონო ცენტრი (ტელ: *2424; 2242424);

- სატელეფონო ცენტრის „ჩათი“ ( chat.vtb.ge )

- ინტერნეტ ბანკის შეტყობინება;

- ვიდეო ბანკი;

- ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@vtb.ge;

- ბანკის ნებისმიერი ფილიალი.

მომხმარებლებისთვის, რომელთაც საკრედიტო შენატანის გაკეთება უწევთ 16 მარტს:

თითოეული ასეთი მსესხებელი 16 მარტამდე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შენატანის გადავადების გააქტიურების შესახებ. თუ მსესხებელს არ სურს შენატანების გადავადებით სარგებლობა, იგი ამავე შეტყობინებაში შეძლებს ბმულზე გადასვლას, სადაც დააფიქსირებს საკუთარ სურვილს. ასეთ მსესხებლებს ასევე შეეძლებათ შენატანების გადავადებაზე უარის გაცხადება წინა პუნქტში ჩამოთვლილი არხებით.

- როგორ მოხდება გადავადების პერიოდში გამოტოვებული სადაზღვევო პრემიის გადახდა?

შენატანების გადავადების პერიოდში დაგროვილი სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება ერთჯერადად, გადავადების პერიოდის დასრულების შემდეგ პირველივე საკრედიტო შენატანის გადახდასთან ერთად.

-მნიშვნელოვანი ინფორმაცია-

სასარგებლო ფინანსური ეფექტი:

 შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ შეგიმცირდათ ყოველთვიური შემოსავალი ან გაქვთ ხარჯების ზრდის მოლოდინი, საშუალება გეძლევათ 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდეთ საკრედიტო ტვირთისგან;

 გადავადება არ გამოიწვევს 3 თვის შემდეგ ყოველთვიური შენატანების ზრდას;

 ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია წინსწრებითსესხის დაფარვა, საკომისიოს გარეშე, შენატანის სამმაგი ოდენობის ფარგლებში.

საყურადღებოა, რომ:

 შენატანების გადავადებით სარგებლობისას, იზრდება სესხის ვადა;

 არსებულ/ძველ გრაფიკთან შედარებით, სესხის სრულად დასაფარად, მოგიწევთ ჯამურად მეტი თანხის გადახდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები