ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2816        EUR 3.596        GBP 4.0584        RUB 4.2022        UAH 1.1828        AZN 1.9304        AMD 6.5224      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს
21 მარტი, 2020, 00:06
ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს
თბილისი (GBC) - 2020 წლის 17 თებერვლიდან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების პარალიზებამ და მოსახლეობის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანამ, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ რთული მდგომარეობის წინაშე დააყენა.

 

კომპანია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორია და რომლის პროდუქციის რეალიზაციაზე ქვეყნაში შემომავალი სავალუტო ნაკადები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ფინანსური ტვირთის შემსუბუქებისა და საწარმოო რესურსების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, იძულებული ხდება გარკვეულ ზომებს მიმართოს.


შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, იძულებით გაჩერებულ საწარმოო ობიექტებზე დასაქმებულებმა თებერვლის თვის შრომის ანაზღაურება სრულად მიიღეს.

 

2020 წლის 1 მარტიდან, 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში, საწარმოსა და დასაქმებულთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული იძულებითი მოცდენის პერიოდს, კომპანია 60%-ით, ან დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე 100%-ით აანაზღაურებს, ხოლო 20 მარტიდან აპრილის თვის ბოლომდე შესაძლო იძულებითი მოცდენა, კომპანიის მიერ 60%-ით ანაზღაურდება. აღნიშნული ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან მოსახლეობის მიერ ბლოკირებულ ობიექტებზე.

 

ამავდროულად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს სრულად უნარჩუნებს ჯანმრთელობის დაზღვევას. აღნიშნული ზომები, კომპანიის ნების საწინააღმდეგოა, თუმცა შექმნილ ვითარებაში იმ შესაძლო მაქსიმუმს წარმოადგენს, რისი აღებაც კომპანიას საკუთარ თავზე, თავისი პასუხისმგებლობის სრულად გათავისებით შეუძლია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები