ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1794        EUR 3.4576        GBP 3.9227        RUB 4.2035        UAH 1.1655        AZN 1.8702        AMD 6.4084      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვასილ გველესიანი: ჯორჯიან მანგანეზი კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს
23 მარტი, 2020, 19:19
ვასილ გველესიანი: ჯორჯიან მანგანეზი კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს

თბილისი (GBC) - ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დასაქმებულებს კლინიკა „ფერომედის“ ექიმთა ჯგუფი ესტუმრა.

 

სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტები პროდუქციის მწარმოებელ უბნებსა და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე საწარმოში დასაქმებულებს შეხვდნენ და მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები პირადად გააცნეს.

 

„კორონავირუსის პრევენციისთვის ჰიგიენის დაცვა და სოციალური დისტანცირება ახლა ყველაზე მთავარია, რაც ჩვენს საწარმოში დასაქმებულმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან. თუმცა, აღნიშნულ თემაზე მედიკოსების მხრიდან რეკომენდაციებისა და დამატებითი განმარტებებების გაკეთება აუცილებლობად ჩავთვალეთ. „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები ყოველდღიურად აქტიურად ტარდება. ჩვენი კომპანია კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს, საწარმოო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, უზრუნველყოფილები ვართ რესპირატორებით, შენობებთან დამონტაჟებულია ანტისეპტიკური საშუალებები, ტერიტორია ყოველდღიურად მუშავდება სველი წესით, გრაფიკები გვაქვს დაწესებული სასადილოებსა და გასახდელებში, რათა 10 კაცზე მეტის შეკრება არ მოხდეს და სრულად დავიცვათ ყველა დადგენილი ნორმა. ექიმების დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება. ვფიქრობთ, სიფრთხილე შედეგს გამოიღებს, - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

 

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება და მთავრობის ყველა განკარგულებასა და რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები