ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
იაპონური TEPCO საქართველოშია, მოტივტივე სადგური - პერსპექტივაში
1 მაისი, 2020, 19:02
იაპონური TEPCO საქართველოშია, მოტივტივე  სადგური - პერსპექტივაში
თბილისი (GBC) - იაპონური TEPCO "დარიალი ჰესის“ მეწილე გახდა. ენერგეტიკა იყო და არის პრიორიტეტი და ტოპ-მიმზიდველი სექტორი ინვესტორებისთვის" - უმხვილეს პირდაპირ ინვესტიციაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ.

იაპონურმა ენერგეტიკულმა კორპორაციამ (ჰესში წარმოდგენილია შვილობილი კომპანიით -TEPCO Renewable Power) ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც TEPCO “ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შედის.

მინისტრმა ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციისთვის გუნდის, პარტნიორების, სელერების, პროცესში ჩართული ყველა რგოლის გაწეულ დიდ ძალისხმევაზე აღნიშნა და მიღწეულ წარმატებაზე, პანსდემიის პირობებში.
.
TEPCO - ს მფლობელობაში არსებული ენერგო სადგურების წლიური გამომუშავება 220 მლრრდ კვტ.სთ-ია, რაც საქართველოს წლიურ მოხმარებას 17-ჯერ აღემატება კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.

კორპორაცია სამიზნე სექტორს 1 წელია იკვლევს. საქართველოში მოტივტივე მზის ელექტროსადგურების პოტენციალი TEPCO-ს წარმომადგენლებმა წინა მინისტრთან გიორგი ქობულიასთან შეხვედრაზე განიხილეს. იაპონიაში საქართველოს დელეგაციის 03/2019 ვიზიტის ფარგლებში ექსპორტის და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმებას, ა მაშინდელმა მინისტრებმა და NEXI -ს ( იაპონიის ექსპორტის და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანია) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი.

მოტივტივე მზის სადგურის გეგმებზე ჯერ არ გაცხადებულა. ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმით, 2030 წლისთვის მზის და ქარის სადგურების წილი 18% უნდა იყოს, საქართველოს ჯამური სიმძლავრე 9 740 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს.

ამ დროისთვის დადგმული სიმძლავრე 4 246 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების - 2 381 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების - 919 მგვტ, 110 მგვტ - აირტურბინების, 21 მგვტ - ქარის, კომბინირებული და თბოელექტროსადგურებისა - 815 მგვტ


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები