ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9841        EUR 3.3422        GBP 3.7394        RUB 4.313        UAH 1.1183        AZN 1.7554        AMD 6.1712      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისი და ბათუმი გაიხსნა
4 მაისი, 2020, 22:40
 ქუთაისი და ბათუმი გაიხსნა
თბილისი (GBC) - საქალაქთაშორისო შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გასვლაზე, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს, ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თბილისსა და რუსთავში შეზღუდვები ძალაში რჩება, რადგან თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის შესაძლებლობას.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და არ არის გამორიცხული, რომ კვირის ბოლოს ამ ქალაქებში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვებიც მოიხსნას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეკონომიკის აღდგენისა და შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმა ითვალისწინებდა ორკვირიან შუალედებს ეტაპიდან ეტაპამდე, თუმცა გეგმის წარდგენისას ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა შეზღუდვები უფრო ადრე მოხსნილიყო და სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, დღეს, როდესაც რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები