ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკი მთავრობას ელოდება ეკონომიკას როდის გაუხსნის
6 მაისი, 2020, 22:40
ბანკი მთავრობას ელოდება ეკონომიკას როდის გაუხსნის
თბილისი (GBC) - საბანკო სექტორს რე ფინანსირების ახალი ინსტრუმენტისთვის გირაო მზად აქვს და სებ-ს ელოდება, სებ-ი კი მთავრობას, საკრედიტო -საგარანტიო სქემა რომ ჩაურთოს.

ედამხედველმა ბანკს ლიკვიდობის რისკი უნდა დაუზღვიოს,.მთავრობამ კი საკრედიტო. შედეგად კი გაზრდილი სასესხო განაკვეთები პანდემიამდელ პერიოდს უნდა დაუბრუნდეს, რაც არც ეროვნულ ბანკს სჯერა და არც კომერციულს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მპ-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე თქვა, რომ ბანკების პორტფელი აღარ გაიზრდება (0%).

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, ბანკების პორტფელში მისოებისთვის გაცემული 250 მლნ ლარის სესხებია, რომლის უზრუნველყოფითაც ბანკს სებ-ისგან ლარის სესხების აღება კიდევ ერთი ინსტრუმენტით შეეძლება (არსებული ინსტრუმენტები: სვოპი, რეფინანსირება). სამიზნე ჯგუფი არ იზღუდება. ბანკის არჩევანი თავისუფალია, თუმცა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ახალი ინსტრუმენტით მისოებითვის გაცემული პორტფელის 250X2=500 მლნ-მდე გაზრდას ელის. ბანკმა უზრუნველყოფაში ლიკვიდური აქტივების 35%-ზე მეტი არ უნდა ჩადოს.

ახალი ინსტრუმენტით, მიკრო/ მცირე/ საშუალო ბიზნესისთვის გაცემული 9 მლრდ -იანი პორტფელის გირავნობაც განიხილება. ინსტრუმენტი მხოლოდ საბანკო სექტორისთვისაა.

მისოსთვის პიდაპირი დაფინანსების ინსტრუმენტი ჯერ მხოლოდს სვოპია - $200 მლნ, რომელიც 45-ზე მეტ ბაზრის მოთამაშიდან, მხოლოდ რამდენიმეს შეხვდება, ძირითადად კი :"კრისტალს" და "რიკოს", რადგან ულუფა აქტივების მიხედვით საბაზრო წილით განისაზღვრება.

რესურსი 2021 წლის 15 აპრილამდეა ხელმისაწვდომი, თვეში ერთხელ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები