ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
-8.5%-იანი ეკონომიკური ვარდნა - სებ-ის ალტერნატიული სცენარი
ნინო კვინტრაძე
7 მაისი, 2020, 10:14
-8.5%-იანი ეკონომიკური ვარდნა - სებ-ის ალტერნატიული სცენარი
თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი Covid19-ით გამოწვეული შოკის საბაზისო და ალტერნატიულ სცენარებს აქვეყნებს. საბაზისო სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს მშპ-ს ვარდნა 4%-ით არის მოსალოდნელი.

ალტერნატიული სცენარი უფრო მწვავე შიდა შოკს განიხილავს. ამ სცენარის მიხედვით, ისევე როგორც საბაზო სცენარში, ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვა სექტემბრამდე გრძელდება და შემდეგ ეტაპობრივად იწყებს გაჯანსაღებას. თუმცა, შიდა ეკონომიკური აქტივობები უფრო მეტად მცირდება, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს ვირუსის მეორე ტალღის შიშთან და მომხმარებლების ხარჯვისადმი მიდრეკილების კლებასთან.

„ასეთ ვითარებაში, ახალი ინვესტიციების განხორციელებისა და რეინვესტირების სტიმულიც ნაკლები იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური გაურკვევლობა უმუშევრობის რისკებს ზრდის და მომხმარებლებს კიდევ უფრო დამზოგველს ხდის. ამ შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, ალტერნატიული სცენარი შიდა ეკონომიკური აქტივობების, მოხმარებისა და ინვესტიციების, უფრო მკვეთრ და ხანგრძლივ შემცირებას განიხილავს“, - განმარტავს ეროვნული ბანკი.

ასეთი სცენარის შემთხვევაში, საბაზო პროგნოზთან შედარებით, ეკონომიკური რეცესია კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ სცენარის მიხედვით, 2020 წლისათვის ეკონომიკური ვარდნა -8.5%-ს უტოლდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები