ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4801        GBP 3.889        RUB 4.4615        UAH 1.1874        AZN 1.8725        AMD 6.6219      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
არჩილ გაჩეჩილაძე ხელფასის 50%-ს გაიღებს
მარიამ მინაძე
7 მაისი, 2020, 16:37
არჩილ გაჩეჩილაძე ხელფასის 50%-ს გაიღებს
თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC (BoGG) ცნობით, ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ანტიპანდემიურ კამპანიაში სოლიდური წვლილით შესვლა გადაწყვიტა. შეიტანოს 2020 წლის ფიქსირებული ფულადი ხელფასის 50% -იდან, საქართველოში საქველმოქმედო მიზნების მხარდასაჭერად, COVID-19 ეკონომიკურ და სოციალურ გავლენასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ასევე, საქართველოს ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდი ნებაყოფლობით შეთანხმდა, 2020 წლის ფულადი ხელფასის 20% -ით შემცირებაზე, 1 მარტიდან.

ფიქსირებული ფულადი ანაზღაურების შემცირებამ და COVID-19– ის გავლენით აქციების გაიაფებამ ერთობლივად, 2020 წელს აღმასრულებელი მენეჯმენტის ანაზღაურების დაახლოებით 40% –ით კლება განაპირობა.

2018 წელს საქართველოს ბანკის დირექტორატის (8 დირექტორი) მთლიანი ფიქსირებული ანაზღაურება 20,610,928 ლარს შეადგენდა. ცვალებადი ანაზღაურებაც გააჩნიათ, მათ შორის მაგალითად აქციებიდან, ბონუსებიდან და ა.შ. რაც 2018 წელს 18,620,142 ლარისნშეადგენდა (იმ პერიოდში CEO კახა კიკნაველიძე იყო).

Covid 19 პანდემიის ბრიტანეთის რეგულაციების შესაბამისად, BoGG-ის ყოველწლიური გენერალური შეხვედრა 18 მაისს დახურულ ფორმატში გაიმართება, 2/3 ქვორუმი ფიზიკურად ან დისტანციურად უნდა შედგეს.

Q1-ის შედეგებს 14 მაისს გამოაქვეყნებს
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები