ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სომხეთი covid19 ინფიცირების ფაქტებს მალავს
7 მაისი, 2020, 18:42
სომხეთი covid19 ინფიცირების ფაქტებს მალავს
თბილისი (GBC) - კვირა ჯი-ს ინფორმაციით, სომხეთი ჯარში ინფიცირების რეალურ რიცხვს მალავს. მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოდან სომხეთის ჯარში ვირუსის გავრცელების შესახებ არანაირი ინფორმაცია გავრცელებულა, ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეფანიამა განაცხადა, რომ ვირუსზე ტესტირება 35-მა ადამიანმა გაიარა, მათგან 6-ის პასუხი დადებითი იყო. ინფიცირებულთა შორის იყვნენ ოფიცრები, კონტრაქტორები.

ამასთან, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, გრანტ ბაგრატიანი აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სომხეთში სულ 18 ინფიცირებული იყო, დღეს კი უკვე 2 619-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 146-ჯერ გაიზარდა.
გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიამ სომეხი სამხედრომოსამსახურეების მატერიალური მდგომარეობა გააუარესა.
14 აპრილს სომეხმა დეპუტატმა, სიპან ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა - "ჰუმანიტარულ დახმარებას სოციალურად დაუცველ 1100 ოჯახს დაურიგებენ, რომელიც ინჯევანიდან უკრაინელი ბიზნესმენის, ანდრანიკ კაზარიანის მიერ არის დაფინანსებული".
სომხური გამოცემა, Jogovurd-ი, წერს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილმა საკვებმა პროდუქტებმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ყურადღება მიიქცია. მათ გვიან ღამით ტომრებში დაფასოებული პროდუქტები მოიპარეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, პროდუქტები სამხედრომო სამსახურეებმა: გეგამ სარუხანიანმა, გარიკ პეტროსინამ და ერიკ მელიქსეთაინმა მოიპარეს.
კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ სომხეთი აიძულა, დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რომელსაც ე.წ. სომხების გენოციდში ადანაშაულებს. ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ, უწყების პრესმდივანმა - ანა ნაგდალიანმა არაერთხელ უარყო თურქეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის ფაქტი.
თუმცა, FlightRadar-ზე მკაფიოდ ჩანს, რომ 14 აპრილს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო თვითმფრინავი - Ah-26B გაფრინდა და სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაეშვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები