ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9841        EUR 3.3422        GBP 3.7394        RUB 4.313        UAH 1.1183        AZN 1.7554        AMD 6.1712      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გახარიას 2 წერტილი: ნამგალი & ურო
9 მაისი, 2020, 12:17
გახარიას 2 წერტილი: ნამგალი & ურო
თბილისი (GBC) - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობს, წერტილი; საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი", - პრემიერმა ვაკის პარკში განაცხადა, რომ სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მიმართ აღებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

გიორგი გახარიამ ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი ღვაწლმოსილ ვეტერანებს მიულოცა, ვაკის პარკიდან, სადაც 372- ივეს ღია ცის ქვეშ დისტანციური განთავსება თუ ვერ მოხერხდებოდა, თბილისელ ვეტერანებს მაინც რომ მისცემოდა ზეიმის უფლება (ვისაც სიარული ჯერ კიდევ შეუძლია), კარგი იქნებოდა,

რადგან თითოეულ მათგანს, მათთვის ყველაზე საზეიმო მრგვალი თარიღის აღნიშვნა ყველაზე მეტად გაუხარდებოდა. ყველაზე დისციპლინირებულებმა ყველაზე მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მანიფესტაციას მოერიდნენ (მსგავს თავშეყრაში მონაწილეობა და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება 1 000 ლარით ისჯება).

პრემიერმა აღნიშნულ სიტუაციებში სამართალდამცველების მოქნილობაზე აღნიშნა, რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ, საპასუხო ლეგიტიმური ქმედებით, თან თითოეულ მოქალაქეზე სათანადო ზრუნვით.

პრემიერმა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, სადაც ფაშიზმზე გამარჯვება თავისი კაბინეტის წევრებთან და ქალაქის მერთან ერთად აღნიშნა. მან ფაშიზმზე ბრძოლაში დაღუპული 300 000 გმირის წინაშე ქედი მოიხარა და შეგვახსენა, რომ ვისაც გვახსოვს, იმათ შევახსენოთ, ვისაც არ ახსოვს და არ ესმის, რა მსხვერპლი გაიღო საქართველომ.

მთავრობის განკარგულებით, ყველა მეომარი საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი" დაჯილდოვდა და ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარი მიიღო (თბილისის მერიამ 149 ვეტერანს და ამ ომში მარჩენალდაკარგულ 51 პირს გაუწია მატერიალური დახმარება). მარჩენალდაკარგულებმა ₾ 300 . პრეზიდენტისგან კი მისალოცი წერილი და მედიკამენტების შესაძენი 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი. არცერთ კატეგორიაში მოხვდა ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანის მეუღლე.

გიორგი გახარიამ ვაკის პარკიდან, ევროპის დღე ყველა ევროპელს და "მაშასადამე ევროპელს" მიულოცა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები