ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
GHG-ი EBRD -ს $25 მლნ დაფინანსებისთვის მადლობას უხდის
11 მაისი, 2020, 11:50
GHG-ი  EBRD -ს $25 მლნ დაფინანსებისთვის მადლობას უხდის
თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ (GHG) 25 მლნ დოლარის სესხი გამოუყო. თანხა მოკლევადიანი საბრუნავი კაპიტალის და COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისთვის კრიტიკული ხარჯების დასაფინანსებლად დაიხარჯება.

სესხით მხარდაჭერილი იქნება COVID-19 ტესტირების მხარდაჭრა ქვეყნის ყველაზე მოწინავე სამედიცინო ლაბორატორია Megalab-ში, რომელის GHG -ის მფლობელობაშია.

EBRD გამოყოფს 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის
• აქცენტი გაკეთდება Covid-19– ის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაზე
• დაფინანსება წარმოადგენს EBRD-ის სოლიდარობის პაკეტის ნაწილს, რომელიც განკუთვნილია კრიზისის ეკონომიკური ზეგავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად
EBRD მხარს უჭერს საქართველოში ჯანდაცვის სექტორს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის (სჯჯ) გამოყოფილი 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის სახით, საბრუნავი კაპიტალისა და ოპერაციული ხარჯების მოთხოვნების დასაფინანსებლად, ქვეყანაში კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯგუფის გადამწყვეტი როლიდან გამომდინარე.
თანხები საშუალებას მისცემს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (სჯჯ), მოახდინოს ექვსი მთავარი საავადმყოფოს ადაპტირება Covid-19-ის პაციენტებისთვის, ასევე, გააძლიეროს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის განვითარებისათვის თვალის მიდევნების თვალსაზრისით, ტესტირების გზით, ქვეყნის მოწინავე სამედიცინო ლაბორატორია MegaLab-ში, რომელიც თავდაპირველად, 2019 წელს, EBRD- მა დააფინანსა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, 2015 წელს დაფუძნდა და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კერძო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გახდა. ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს საავადმყოფოებს, კლინიკებს, აფთიაქებს, სამედიცინო დაზღვევას და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას.
EBRD-ის ინვესტიცია გათვალისწინებულია მისი „გამძლეობის ჩარჩოთი“, რომელიც შეიქმნა კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შედეგად დაზარალებული არსებული კლიენტების გადაუდებელი მოკლევადიანი ლიკვიდურობისა და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს გააძლიერებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს ოფიციალურ უწყებებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჯანმო-ს სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად და შედეგად, ჩაახშოს დაავადების შემდგომი გავრცელება.
კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სჯჯ) ჩვენი დიდი ხნის კლიენტია და მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ მის საქმიანობას. მყარი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რთულ დროში და ამ პროექტით ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ადამიანებში, სიცოცხლის გადარჩენასა და მომავალში“.
„მსურს, მადლობა გადავუხადო EBRD-ის ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს, რომელთანაც ჩვენს ჯგუფმა დაასრულა კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია. გამოყოფილი თანხები საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ ქვეყანას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში, შევინარჩუნოთ ძლიერი ლიკვიდურობა და მომსახურების ხარისხი, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ ჩვენი პაციენტებისა და მომხმარებლების საჭიროებებს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა,“ კომენტარი გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები