ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საპენსიოს სპეცდეპოზიტარი შესაძლოა საქართველოს ბანკი გახდეს
მარიამ მინაძე
13 მაისი, 2020, 12:56
საპენსიოს სპეცდეპოზიტარი შესაძლოა საქართველოს ბანკი გახდეს

თბილისი (GBC) - ობლიგაციების შენახვა, სადაც საპენსიო სააგენტო ფულს დააბანდებს, შესაძლოა საქართველოს ბანკს მიანდონ. საპენსიო სააგენტო სპეცდეპოზიტარის ტენდერის დასკნით პროცედურას გადის, რომელთანაც 3 წლიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. ტენდერში საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარი მონაწილეობდა..

გავრცელებული ინფორმაციით, არჩევანი სავარაუდოდ საქართველოს ბანკზე გაკეთდება. საქართველოს ბანკის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯგუფს ტენდერში გამარჯვების იმედი რომ არ ჰქონდეს არც მიიღებდა მონაწილეობას. გამარჯვება არ დაუდასტურებია. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სქემაში ახალი ინსტრუმენტების ჩართვის და კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების საჯარო ელექტრონული შესყიდვის პროცედურა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.6 იანვარს არის გამოცხადებული.

ექსპერტთა ნაწილი, საპენსიო თანხების აქციებსა და ობლიგაციებში განთავსების პროცესის გაჭიანურებას ზედამხედველსაც აბრალებს,. რომელსაც საქართველოს საფონდო ბირჟის ცენტრალური დეპოზიტარის კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს და სპეციალური დეპოზიტარის საჭიროება დაინახა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები