ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3137        EUR 3.9466        GBP 4.4248        RUB 4.3828        UAH 1.1647        AZN 1.9492        AMD 6.4911      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარის კურსი covid შოკს სრულად ვერ გაიწოვს
მარიამ მინაძე
15 მაისი, 2020, 19:12
ლარის კურსი covid შოკს სრულად ვერ გაიწოვს
თბილისი (GBC) - კურსის მხარდაჭერისთვის შესაძლებელია მთავრობის მოზიდული სახსრების ნაწილი პირდაპირ სავალუტო ბირჟაზე დაკონვერტირდეს, - TBC Research-ის ეკონომისტები, ოთარ ნადარაია, ალექსანდრე ბლუაშვილი, მერი ჩაჩანიძე და თორნიკე კორძაია, Covid19-ის გავლენას აფასებენ ქვეყნის ეკონომიკაზე.

მიაჩნიათ, რომ შოკის სრულად, კურსის მეშვეობით განეიტრალება მნიშვნელოვნად გააუარესებს განწყობებს და მეტად გააღრმავებს ეკონომიკურ ვარდნას. დაგეგმილი საგარეო დაფინანსების პირობებში, შოკის სრულად კურსის მეშვეობით განეიტრალების სცენარი მოსალოდნელი არ არის.

მათი განცხადებით, სახელმწიფო საგარეო ვალის ფარდობა მშპ-სთან მართვად დონეზეა და ვალის მოსალოდნელი ზრდა სავარაუდოდ საკრედიტო რეიტინგზე არ აისახება.

მოსალოდნელია, რომ მთავრობის მიერ მოზიდული სახსრების დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის გავლით სავალუტო ბაზარზე მოხვდება. ბაზარს ლარის მიწოდების ზრდასთან ერთად სჭირდება უცხოური ვალუტა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომისტების თქმით, გაიზრდება ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო რეზერვები და ლარის მიწოდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე წნეხს გააჩენს.

კურსის მხარდაჭერის მიზნით, მათი თქმით, შესაძლებელია მთავრობის მოზიდული სახსრების ნაწილი პირდაპირ სავალუტო ბირჟაზე დაკონვერტირდეს.

შიდა ვალის ზრდა რეზერვების გაყიდვის დამატებითი არგუმენტია.

ზემოაღნიშნული ოპერაციებიდან ეკონომისტები, ლარის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვან ზეწოლას გაუფასურების ან გამყარების მიმართულებით არ ელიან.

მიაჩნიათ, რომ შოკის სრულად, კურსის მეშვეობით განეიტრალება მნიშვნელოვნად გააუარესებს განწყობებს და მეტად გააღრმავებს ეკონომიკურ ვარდნას.

ლარის მკვეთრი გაუფასურების შემთხვევაში მოსალოდნელია უფრო მაღალი ინფლაცია
ასევე, ვალის ტვირთის ზრდის შედეგად ეკონომიკის კრიზისამდელ დონეზე დაბრუნებას მეტი დრო დასჭირდება.

საბაზო სცენარით, მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი დაახლოებით არსებულ დონესთან შედარებით მცირედით გაუფასურდება და წლის მეორე ნახევარში გამყარდება, რასაც განაპირობებს საგარეო შემოდინებების ბალანსის დინამიკა.

შემოდინებების გარდა, ლარის კურსი აშშ დოლართან ასევე დამოკიდებულია დოლარის კურსზე ევროსთან, ლირასთან და რუბლთან მიმართებაში. იმის გათვალისწინებით, რომ დოლარი უკვე ძალიან მყარია სხვა ვალუტებთან მიმართებაში, საერთაშორისო ბაზრებზე მისი შემდგომი მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებსავარაუდოა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები