GE EN
სხვა სიახლეები
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში იმართება - მხარდამჭერი სა...

ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება

1713967080

ირაკლი ქარქაშაძე: Routes Europe 2024-ზე ვაზიანის აეროპორტის პროექტით ი...

ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ევროპულ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან, რომლებთანაც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირება მნიშვნელოვანია.,,აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო დავუკავშიროთ ევროპის მეტ დედაქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელი, პარიზი, რომი, ბერლინის და სხვა ევროპული დედაქალაქების მიმართულებები, ჩვენი ახალი სტრატეგიის თანახმად, ვცდილობთ, რომ საქართველო და კონკრეტულად, თბილისი დავაკავშიროთ, რაც შეიძლება მეტ დედაქალაქს. რათა მგზავრებმა მეტი პირდაპირი ფრენით ისარგებლონ. ფორუმი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დიდი ინტერესი იყო ჩვენს მიერ დაანონსებული ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ. ყველა ძირითადმა მოთამაშემ იცის ამ პროექტის შესახებ და მათგან ინტერესი ჩანდა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება როგორც არქიტექტორებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ისე ოპერატორებთან. ეს მზარდი ინტერესი ნიშნავს, რომ მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობის დაანონსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო‘’, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ძირითადი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საავიაციო ბაზრით ბრიტანული ავიაკომპანიების დაინტერესების მიზნით და ძირითადი საუბარი შეეხო იმ თავისუფალი ბაზრების ათვისებას, საიდანაც ჯერჯერობით საქართველოში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება.ასევე, შეხვედრები გაიმართა გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ავიაკომპანიებთან და აეროპორტების წარმომადგენლებთან, რომ მათი არსებობა საქართველოს ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს.

1713962348

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 23.2 მლნ ევროს...

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46,275,000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით 2024 წელს გათვალისწინებულია პირველი ტრანშის - 23,137,500 ევროს ჩამორიცხვა, ხოლო მეორე ტრანშის მიღება იგეგმება 2025 წელს.პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება, მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება მომსახურების ყველა დონეზე, ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის,  მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულება.

1713961670

საპატიმროდან გამოსულმა გრიგორიადისმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით“, - უთხრა ჟურნალისტებს გრიგორიადისმა.მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო.„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო (მოსამართლემ)“, - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა.პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება 24 აპრილს დატოვა.ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 24 აპრილს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს.მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1713960168

ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „...

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანი ადრეული 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკის ხელახლა აღმოჩენა, ფირფიტებზე გადატანა და მათთვის ახალი სიცოცხლის შეძენაა. პროექტის ავტორებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი ქართველი არტისტების შემოქმედების არა მხოლოდ დაარქივება, არამედ ახალი თაობისთვის მათი გაცნობა და საინტერესო ფორმით შეთავაზება.პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ  90-იანებისა და 2000-იანი წლების შემსრულებლები ის პირველი თაობა იყო, რომელიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. როგორც ნათია სართანია და ჯაბა შავიშვილი განმარტავენ, ამ პერიოდში შექმნილი ალტერნატიული მუსიკა მელომანებისთვის თავისუფლების ხმად იქცა. შესაბამისად, დღეს მათი შემოქმედების ფირფიტებზე გაცოცხლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.საქართველოს ბანკისა და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანამშრომლობის ფარგლებში ოთხი ქართველი არტისტის ფირფიტის გამოცემა იგეგმება. პირველი „ნიკაკოის“ ფირფიტაა, რომელიც მელომანებისთვის უკვე  ხელმისაწვდომია და მუსიკის მოყვარულები მის შეძენას “ვოდკასტში“;  „მორევში“ და XO Vinyl shop- ში  შეძლებენ.„საქართველოს ბანკისთვის ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი არტისტების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალი ფორმით წარდგენა, ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ჯგუფთან ერთად შეგვექმნა ოთხი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ქართველი არტისტის ფირფიტა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევძინოთ მათ შემოქმედებას ახალი სიცოცხლე და მსმენელისთვის უფრო ხელშესახები გავხადოთ ისინი“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის ბრენდის გუნდში.ფირფიტების გამოცემა ლიმიტირებული ტირაჟით მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ფირფიტის წარმოება გრძელვადიან პროცესს გადის და უმეტესწილად ჩანაწერების კარგი ხარისხით მიგნებასა და მათ უკან მდგარი ისტორიების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ამის მიზეზი ადრეულ 90-იან და 2000-იან წლებში ხმის ჩამწერი სტუდიების არარსებობა იყო, რის გამოც არტისტები ძირითადად საკუთარ სახლებში მოწყობილ სტუდიებში მუშაობდნენ.როგორც საქართველოს ბანკის გუნდში აცხადებენ, პარტნიორობის ფარგლებში ოთხი ფირფიტა 2024 წლის ბოლომდე გამოიცემა. მანამდე კი „ნიკაკოის“ პირველ ფირფიტასთან დაკავშირებული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე 

1713958391

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.წელს პრემია “ელისო”  სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwardsნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: www.natovachnadze.com

1713958028