ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აპრილში ტურიზმიდან 8.5 მლნ შემოვიდა
18 მაისი, 2020, 19:35
აპრილში ტურიზმიდან 8.5 მლნ შემოვიდა
თბილისი (GBC) - საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი შეუმცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანამ წლის პირველ 4 თვეში ტურიზმიდან $436.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. შარშან ამავე პერიოდში თითქმის 2-ჯერ მეტი 856 მლნ ჰქონდა.

COVID - პანდემიის გამო, ბოლო 3 თვეა კლებაა. იანვარის 17.6% ზრდის შემდეგ, თებერვალი/მარტი/აპრილში , 5.2%, 69.8% და 96.8% -ით დაეცა. აპრილოს ტურისტული შემოსავალი $8.5 მლნ -ს არ აღემატებოდა. 04/ 2019 - $267.2 მლნ (- 97%Y.Y).

საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების 1 ივლისს ხსნის, თუმცა სექტორში ზრდის მოლოდინი არ არის.

მაგ: "თიბისი კაპიტალი" საბაზო სცენარით ტურისტული შემოსავლების 65%-ით კლებას, უარეს შემთხვევაში კი, 80%-ით ვარდნას ელის
საქართველოს ტურისტული შემოდინებების ფარდობა მშპ-სთან (2019წ. 18.5%*) მნიშვნელოვნად აღემატება რეგიონისას. შემოდინებების დაახ. 40-50% იმპორტს ხმარდება, რაც სავალუტო დანაკლისს შედარებით ამცირებს

2019 წ. განთავსების ხარჯები (2 მლრდ. ლარი) ტურისტული შემოდინებების მხოლოდ 24%-ია:₾ 2.3 მლრდ - საკვებზე, ₾1.8 მლრდ - შოპინგზე, ₾1.5 მლრდ - კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე დაიხარჯა.

ასევე თიბისის პროგნოზით, წლის მანძილზე სასტუმროებში ღამეების დაახ. 80%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, რაც უცხოელი ვიზიტორების ღამეების ვარდნას და ადგილობრივი ვიზიტორების შედარებით ნაკლებ შემცირებას გულისხმობს. გამყვანი ტურიზმის ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას მცირე პოზიტიური ეფექტი ექნება

არსებული საწოლ-ფონდის სრულად შენარჩუნების პირობებში სასტუმროების საშუალო ფასი (ADR) დაახ. 25%-ით, საშუალო დატვირთულობა 80%-ით, ხოლო ოთახის საშალო შემოსავალი (RevPAR) 85%-ით მოიკლებს. ამ პირობებში, მოთხოვნის მნიშვნელოვნად დაბრუნებამდე, სასტუმროების ნაწილის ბაზრიდან დროებით გასვლაა სავარაუდო, რაც დარჩენილი სასტუმროებისთვის საოპერაციო მაჩვენებლებს გაზრდის •

სეზონურობის გათვალისწინებით, 2020წ. ზამთრის კურორტების სასტუმროები შედარებით მდგრადობას შეინარჩუნებს.
დატვირთულობა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო ფასი 2019 წელთან შედარებით . 0-5%-ით დაიკლებს..
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები