ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1761        EUR 3.5366        GBP 3.9161        RUB 4.5026        UAH 1.1824        AZN 1.8634        AMD 6.5659      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
„კრისტალ კონსალტინგმა ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო
21 მაისი, 2020, 13:59
„კრისტალ კონსალტინგმა ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო
თბილისი (GBC) - „კრისტალ კონსალტინგ“-მა, "კრისტალის" შვილობილმა კომპანიამ, დაიწყო ტრენინგები მენტორებისთვის, რომლებიც კონსულტაციას, მენტორობას და ქოუჩინგს გაუწევენ ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი“-ს არსებულ მსესხებლებს. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალ მეწარმეთა მხარდაჭერა ბიზნესის ეფექტურად მართვაში და გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების მიღწევაში. პროექტი ხორციელდება პროგრამის ფარგლებში „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი“-ს შვილობილი კომპანიის „კრისტალ კონსალტინგის“ მიერ და მომდევნო 3 წლის განმავლობაში 500 ქალი მეწარმის მენტორობას გულისხმობს.

პროექტის შედეგად „კრისტალის“ მომხმარებლები მიიღებენ:
- კონსულტაციას, ასევე მენტორებისა და ქოუჩების მხარდაჭერას
- ახალ ცოდნასა და უნარებს
- ბიზნესის ანალიზს
- ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას
- ბიზნეს-გეგმის მონახაზს და საწყის ეტაპზე მის იმპლემენტაციას
- წვდომას დამატებით ფინანსურ რესურსებზე.
ონლაინ რეჟიმში უკვე გაიმართა „კრისტალ კონსალტინგის“ მენტორების პირველი სამუშაო შეხვედრა და ჩატარდა მენტორთა ტრენინგი. პროგრამაში ჩართულია ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი”-ს 5 მენტორი. შეხვედრაზე განიხილეს თუ რა მეთოდებით უნდა მოხდეს მეწარმეებთან მუშაობა, ასევე მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.

პროექტი ხორციელდება USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ფონდი ,,კრისტალი“-ს, ფინანსური ჩართულობის კომპანია ,,კრისტალი“-სა და „კრისტალ კონსალტინგი“-ს ერთობლივი მონაწილეობით. მომდევნო 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მენტორობას გაუწევენ 500 ქალ მეწარმეს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები