ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4801        GBP 3.889        RUB 4.4615        UAH 1.1874        AZN 1.8725        AMD 6.6219      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მერაბ ლომინაძე მძიმე მრეწველობის შესახებ - დარგს კრიზისი ჯერ კიდევ წინ აქვს
23 მაისი, 2020, 15:08
მერაბ ლომინაძე მძიმე მრეწველობის შესახებ - დარგს კრიზისი ჯერ კიდევ წინ აქვს

თბილისი (GBC) - პანდემიით გამოწვეული კრიზისული პერიოდის მიუხედავად, მძიმე მრეწველობის ინდუსტრიას, რომელიც ქვეყანაში ვალუტის მთავარი შემომტანია, საქმიანობა არ შეუჩერებია და ოპერირებას უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დღემდე განაგრძობს. თუმცა, მსოფლიო ბაზარზე გართულებულმა ლოგისტიკამ, დარგს, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, პრობლემები შეუქმნა. „საქსტატისბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფეროშენადნობების ექსპორტი 39%-ით შემცირდა.

ჯორჯიან მანგანეზისსაოპერაციო დირექტორის მერაბ ლომინაძის განცხადებით, მსოფლიოში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანიამ აპრილის ჩათვლით, 4 თვის მონაცემებით, დასახულ გეგმას გადააჭარბა.

მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რიცხობრივ მაჩვენებლებზე საუბრისას, ლომინაძე მიიჩნევს, რომ მდგომარეობა პესიმისტურია.   

საუბარი პანდემიის პირობებში ბაზარზე ჯორჯიან მანგანეზისუწყვეტ რეჟიმში ოპერირებით დავიწყოთ. კომპანიამ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რა სახის ღონისძიებები განახორციელა და როგორ შეძელით, თქვენს მაღაროებში, თუ საამქროებში მომუშავე მუშა-მოსამსახურეების უსაფრთხოების ნორმების დაცვა?

პირველ რიგში, მინდა თითოეულ ჩვენს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, რადგან სწორედ მათი ძალისხმევა იყო ის, რასაც ეს წარმატება ეფუძნება. გასული ორი თვე კომპანიისთვის ნამდვილად რთული იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ არა თუ შევამცირეთ წარმოება, არამედ გეგმას გადავაჭარბეთ და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო სიმძლავრეები გავზარდეთ კიდეც - ერთი ახალი ღუმელი დავამატეთ.

რაც შეეხება ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, სოფელ შუქრუთში ბლოკირებული ობიექტების გარდა, იქ ჩვენი მუშა-მოსამსახურეები ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და მუშაობენ. ორივე რეგიონში დასაქმებულებს ქართულ ეკონომიკაში კომპანიის უდიდესი წილის მნიშვნელობა კარგად ესმით

ასევე, ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგი კოოპერირება გვქონდა იმ სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებიც პანდემიის პირობებში სხვადასხვა მიმართულებით იყვნენ ჩართული.

მათგან სწორი ინსტრუქციების მიღების პირობებში, პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა. ყოველდღიურად ობიექტებზე გვქონდა და გვაქვს თერმოსკრინინგი, ვახორციელებთ თანამშრომელთა ტრანსპორტირებას სახლიდან დანიშნულების ადგილამდე, მუშა-მოსამსახურეები რესპირატორებით მუდმივად არიან აღჭურვილისამედიცინო პერსონალთან საინფორმაციო ხასიათის არაერთი შეხვედრა ჩატარდა, ყველა საწარმოო

ობიექტზე პანდემიის პირობებში შესაბამისი ქცევის წესები გამოვაკარითშევქმენით მონიტორნიგის ჯგუფები, სადაც პროფკავშირებიც ჩაერთო და ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ იმას, რომ საწარმო არ გაჩერდა.

ჯორჯიან მანგანეზსჯამში, დაახლოებით, 5000 თანამშრომელი ჰყავს, ხოლო მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი. პანდემიის პერიოდში ბევრი ბიზნესი დაიხურა და შესაბამისად, თანამშრომლებიც დაითხოვეს. თქვენ, როგორც ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში არსებული კადრები შეინარჩუნეთ. როგორ მოახერხა კომპანიამ კადრების შენარჩუნება?

მიმაჩნია, რომ ეკონომიკური კრიზისი, ყველა ბიზნესის შემთხვევაში, პანდემიასთან თანხვედრაში არ ყოფილა. მაგალითად, „ჯორჯიან მანგანეზისშემთხვევაში, გარე ფაქტორები, რომელიც ჩვენ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების სახით უკვე ორი თვეა სახეზე გვაქვს, ჩვენს სფეროზე  მყისიერად არ ასახულა.

რა თქმა უნდა, იყო გართულებული ლოგისტიკური მიმართულება, როგორც მარაგების მოწოდების, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. თუმცა, ეს დაძლევადი გამოწვევები აღმოჩნდა.

ჩვენ დარგს კრიზისი ჯერ კიდევ წინ აქვს. პანდემიის პერიოდი წარმატებით გადავლახეთ, მაგრამ პოსტ-პანდემიის ეფექტი, რომელიც ეკონომიკაზე აისახება, ჯერ კიდევ წინ არის.

მიუხედავად რთული პერიოდისა და პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისისა, გვაქვს გეგმები, უნდა გამოვძებნოთ ალტერნატიული შესაძლებლობები, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა იმ მძიმე დარტყმას აიცილებს, რომელიც ჩვენ მომავალში რისკის სახით გველოდება.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, მძიმე მრეწველობის დარგს ჯერ კიდევ წინ აქვს პრობლემები. თქვენ თუ ელოდებით ექსპორტის მაჩვენებლების შემცირებას და კომპანია ამ მაჩვენებლების დაბალანსებას როგორ აპირებს?

როგორც აღვნიშნე, კომპანიამ აპრილის ჩათვლით, 4 თვის მონაცემებით, დასახულ გეგმას გადააჭარბა. ჩვენ იმ გეგმებს მივყვებით, რომელიც წლის დასაწყისში დავისახეთ. თუმცა, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, როგორც რუსულ, ასევე ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე კონსულტაციები გვქონდა და მოლოდინი საკმაოდ პესიმისტურია. უნდა ვივარაუდოთ, რომ კარგ შემთხვევაში, წლიურ მაჩვენებელთან მიმართებით კლება 20-25% იქნება.

მინდა, პანდემიის და საექსპორტო მაჩვენებლების გარდა, სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის #შენმნიშვნელოვანიხარ შესახებაც ვისაუბროთ, რომელიც ფოტოხელოვანმა და ბლოგერმა გოგა ჩანადირმა წამოიწყო. კერძოდ, ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც პანდემიის პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულებას მაინც აგრძელებდა. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის კამპანიების წამოწყება და შეუქმნა თუ არა ამ აქტივობამ თქვენს მუშა-მოსამსახურეებს დამატებით მოტივაცია?

ნებისმიერი დადებითი ქმედების წახალისება, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია. #შენმნიშვნელოვანიხარ კამპანიისთვის გოგა ჩანადირს მეც მადლობას ვუხდი, მან სხვადასხვ პროფესიის ადამიანების შრომა დააფასა.

პანდემიასთან ბრძოლის პირველ ხაზზე ექიმები იყვნენ, შემდგომ პოლიციელები და ძალოვანი სტრუქტურები, ასევე სამხედროები. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა პროფესიების წარმომადგენლებს შორის ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, ვგულისხმობ მძიმე მრეწველობის სფეროში ჩართულ პირებსსამთოელებს, მეტალურგებს, მეშახტეებს, რომლებიც თავის საქმეს უწყვეტ რეჟიმში, კეთილსინდისიერად ასრულებდნენ და დოვლათს ქმნიდნენ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება...

 

მიმაჩნია, რომ ისინი ნამდვილად გმირები არიან და აუცილებლად უნდა დააფასოს ქვეყანამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები