ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0465        EUR 3.4221        GBP 3.7947        RUB 4.2811        UAH 1.1241        AZN 1.7921        AMD 6.2887      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Air Baltic-ი აფრენისთვის პროტოკოლს ელოდება
25 მაისი, 2020, 15:51
Air Baltic-ი აფრენისთვის პროტოკოლს ელოდება
თბილისი (GBC) - ფრენის აღდგენაზე ლატვიის მხრიდან მზადყოფნაა.ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ იპროტოკოლები, რომლის მიხედვითაც მიმოსვლისას ადამიანების უსაფრთხოება იქნება დაცული", - ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, . ეს სწრაფი და ეფექტური გზაა, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს ლატვიიდან და ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან.

ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ნათია თურნავას ონლაიინ შეხვედრის ძირითად საკითხს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა წარმოადგენდა. მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტილების პერსპექტივაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი“ მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც“, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

„ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ „ეარ ბალტიკს“ ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. „ვიზეირზე“, ვმუშაობთ და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები