ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0532        EUR 3.4477        GBP 3.8144        RUB 4.2454        UAH 1.1287        AZN 1.796        AMD 6.3083      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრდა:PWC
29 მაისი, 2020, 10:47
კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრდა:PWC

თბილისი (GBC) - COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა კი კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნა.

PwC საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, ნახევარი ამ გამოწვევის წინაშე 1-6 თვეში დადგება, 15% კი გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას.

პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. ყველაზე დიდი შემცირებები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესშია - გათავისუფლებულია თანამშრომელთა 40%.

სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. თუმცა არსებული გაურკვევლობის გამო, ბიზნესის მოლოდინებიც ემთხვევა არსებული სიტუაციის შეფასებას. კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. გამოკითხულთა 79%-ს ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპისთვის გამოკითხული კომპანიების 85%-ს ჯერ არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. იმ სეგმენტისგან, რომელმაც უკვე მიმართა ფინანსურ ინსტიტუტებს დიდ ნაწილს უარი ეთქვა დაფინანსებაზე.  გამონაკლისს წარმოადგენენ დიდი ზომის კომპანიები, რომელთა 42%-მა მიიღო დაფინანსება, 36% ელოდება პასუხს ბანკის მხრიდან, ხოლო 22%-ს ეთქვა უარი დაფინანსებაზე. გამოკითხულ კომპანიებს შორის რეგიონში მომუშავეები ნაკლებად ელოდებიან შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას - 44% რეგიონებში და 51% თბილისში. მსგავსი სხვაობა ფიქსირდება ასევე თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გეგმასთან დაკავშირებით - რეგიონების კომპანიების 45% არ გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას, თბილისში მომუშავე კომპანიების 37%-თან შედარებით.

ყველაზე მეტად შემოსავლები სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს დააკლდა, შემოსავალი 75%-ზე მეტს შეუმცირდა. 

მკვლევარების შეფასებით, არსებული რეალობის ფონზე შედარებით პოზიტიურია ბიზნესის მოლოდინები სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებით, რესპონდენტთა დაახლოებით ნახევარი ელოდება წინა პერიოდთან შედარებით შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას. ამ შემთხვევაშიც ყველაზე ნეგატიური პროგნოზი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში იკვეთება.

PwC საქართველომ 16-27 აპრილის შუალედში ონლაინ გამოკითხვის მეთოდით 1938 კომპანია გამოკითხა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები