ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0624        EUR 3.4593        GBP 3.8617        RUB 4.3016        UAH 1.1359        AZN 1.8014        AMD 6.3256      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BAG-მა შრომის კოდექსში ცვლილებების 2 საკითხზე შეთანხმებას მიაღწია
22 ივნისი, 2020, 11:27
BAG-მა შრომის კოდექსში ცვლილებების 2 საკითხზე შეთანხმებას მიაღწია

თბილისი (GBC) - შრომის ახალი კოდექსის 2 საკითხზე კომპრომისული შეთანხმება შედგა, თუმცა რჩება საკითხები, რასაც ბიზნესი პრობლემად მიიჩნევს. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, პროექტის ავტორებთან მიღწეული შეთანხმებით ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება აღარ მოხდება და დარჩა არსებული რედაქცია. 

კერძოდ, დღეს სექტორების დიდი ნაწილისათვის არსებული 48 საათიანი სამუშაო კვირისა, პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე მცირდებოდა 40 საათამდე. კომპრომისული შეთანხმება, გულისხმობს დღეს არსებული ჩანაწერის დატოვებას და გამონაკლისი სექტორების ჩამონათვალის შესახებ საქართველოს მთავრობასთან შემდგომ მოლაპარაკებას.

ასევე მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება - ამოღებულია პროექტიდან.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არაერთხელ მიუთითებდა, რომ განვითარებად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შემოღებას, უკეთეს შემთხვევაში, არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებზე, უარეს შემთხვევაში კი (რისი არაერთი მაგალითიც არსებობს) - მინიმალური ხელფასის შემოღება, პირველ რიგში, აზარალებს შრომის ბაზარზე ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს: დაბალკვალიფიციურ, დაბალშემოსავლიან დასაქმებულებს და სამუშაოს მაძიებლებს.შესაბამისიასად, მისასალმებელია, რომ პროექტის ავტორებმა გაიზიარეს აღნიშნული გარემოება და კომპრომისის სახით ამოიღეს მინიმალური ხელფასის შესახებ ჩანაწერი კოდექსის ცვლილებათა „, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში. 

თუმცა რჩება ორი პრინციპული საკითხი, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება.

„ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტის დადგენა, განსაკუთრებით, ნორმირებული სამუშაო დროის შემცირების პირობებში, პირდაპირპროპორციულად აისახება ნებისმიერი კომპანიის ხარჯებზე და, აქედან გამომდინარე, მათ მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების ფასებზე. გარდა იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული არცერთი ვალდებულება არ ითვალისწინებს ამგვარი ლიმიტის დაწესებას, თავად ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში (მაგალითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესპანეთი), ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა კანონმდებლობით განსაზღვრული არაა და ის სრულად არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე; რიგ ქვეყნებს კი, ეს საკითხი იმგვარად აქვთ მოწესრიგებული, როგორც შრომის კოდექსის დღეს არსებულ რედაქციაშია, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები უნდა ანაზღაურდეს ნორმირებული სამუშაო საათის გაზრდილი ოდენობით.ისევე, როგორც ნორმირებული სამუშაო დროის შემცირების შემთხვევაში, ამ ცვლილების განხორციელების შედეგად კომპანიებს მოუწევთ ხელოვნურად შტატების დაყოფა, რაც გამოიწვევს უკვე არსებული დასაქმებულებისათვის ფიქსირებული ხელფასის შემცირებას და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ზრდას.

შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება.

შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პრაქტიკაა თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც, ზოგიერთ მათგანში შრომის ინსპექციის მანდატით ძირითადად დაფარულია შრომის უსაფრთხოების სფერო, შრომით უფლებებს კი შრომის ინსპექცია შეზღუდულ ფარგლებში აკონტროლებს (იძულებითი შრომა, არალეგალური შრომა, სამუშაო საათები, ბავშვთა შრომა და სხვა მსგავსი საკითხები). ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელი გაფართოვება, მიზანშეუწონლად გაზრდის ბიზნესზე ადმინისტრაციულ წნეხს და შრომის ინსპექციას მისი ძირითადი ფუნქციებისაგან დააშორებს. შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნებისათვის მთავარი პრობლემა ჩვენი აზრით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის არასაკმარისი მექანიზმებია, ამ პრობლემას კი ინსპექცია ვერ აღმოფხვრის. მოსალოდნელია, რომ ინსპექცია გახდება მხოლოდ დამატებითი რგოლი, ადმინისტრაციული ბარიერი, რომლის გადაწყვეტილებების უკვე სასამართლოში გასაჩივრებას და, შესაბამისად, დავის გადაწყვეტას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ახლა.ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარებას და წახალისებას, რაც პირველ რიგში ისევ ცივილური, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი ბიზნესის, დამსაქმებლების ინტერესებში შედის.თუმცა, გასათვალისწინებელია ის ახალი რეალობა, როდესაც ხდება ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა: ქვეყნის ეკონომიკა COVID19-ის სახით უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა და ამ გამოწვევის დაძლევა ცალკეული ნაბიჯის, რეგულაციის თუ მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის საგულდაგულოდ გათვლას, გააზრებას და გაანგარიშებას მოითხოვს. შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც გამოთქვამს მზადყოფნას მსგავსი განხილვა ბიზნესის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით წარიმართოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მზადოფნას, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ და დავხვეწოთ დღეს არსებული მექანიზმები, რათა დასაქმებულებმა შეძლონ მათი უფლების დარღევევის შემთხვევაში დავის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმებით სარგებლობა“, - აცხადებს ასოციაცია. 




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები