ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0567        EUR 3.4247        GBP 3.7928        RUB 4.3017        UAH 1.1406        AZN 1.7981        AMD 6.3532      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC-იმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციები დაიწყო
29 ივნისი, 2020, 11:07
TBC-იმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციები დაიწყო

თბილისი (GBC) - TBC-იმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციები დაიწყო. ამ ეტაპზე ბანკმა ოპერირება საპილოტე რეჟიმში დაიწყო, სრულ სერვისებზე გადასვლა კი აგვისტოდან იგეგმება. ბანკი უზბეკეთის მოსახლეობას Space სერვისს სთავაზობს.


„უზბეკეთში საბანკო ოპერაციების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია TBC-სთვის და ის მისდევს ჩვენს სტარტეგიას გააფართოვოს და განავითაროს ციფრული პლატფორმები. დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილები შევიტანოთ ჩვენი წვლილი უზბეკეთის საბანკო სისტემის განვითარებაში. ამასთან შევთავაზოთ უზბეკეთის მოსახლეობას მათზე მორგებული საბანკო გადაწყვეტილებები“, - ამბობს TBC ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„უზბეკეთში საბანკო ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ბანკმა გაიარა ყველა საოპერაციო და მარეგულირებელი წესი და გადავდივართ ბეტა ტესტირების ეტაპზე“, - ამბობს სანდრო რთველიძე TBC უზბეკეთის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დააარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და ჩამოაყალიბა მენეჯმენტის ძირითადი გუნდი. თიბისიმ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან წინასწარი ლიცენზია 2020 წლის იანვარში მიიღო.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები