ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0567        EUR 3.4247        GBP 3.7928        RUB 4.3017        UAH 1.1406        AZN 1.7981        AMD 6.3532      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებში დაზღვეული დეპოზიტები სამმაგდება
29 ივნისი, 2020, 13:08
ბანკებში დაზღვეული დეპოზიტები სამმაგდება
თბილისი (GBC) - დაზღვეული საბანკო დეპოზიტების მოცულობა სამმაგდება. 1 ივლისიდან 15 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული დაზღვეული თანხის მოცულობა. შედეგად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამ დრომდე სააგენტოში ბანკების შენატანები 40 მლნ ლარს აღემატება. ყოველთვიური შენატანი 1.2 მილიონიდან 1.6 მლნ მერყეობს. ამ თანხას დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ფასიან ქაღალდებში ათავსებს.

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 2,003,763,125 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,293,356,322 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 710,406,803 ლარის ეკვივალენტი.

01.04.2020 -ის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 29,128,849,572 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 15,959,466,294 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,941,917,355 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 12,017,548,940 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 13,169,383,278 (ეროვნულ ვალუტაში - 6,333,898,181 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,835,485,097 ლარის ეკვივალენტი).
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები