ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0567        EUR 3.4247        GBP 3.7928        RUB 4.3017        UAH 1.1406        AZN 1.7981        AMD 6.3532      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის უზბეკეთში პირველი მომხმარებელი ჰყავს
29 ივნისი, 2020, 12:14
თიბისის  უზბეკეთში პირველი მომხმარებელი ჰყავს
თბილისი (GBC) - "უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც თიბისის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის, ისე ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, წვლილი შევიტანოთ უზბეკეთში საბანკო სექტორის განვითარებაში და უზბეკეთის მოსახლეობას მაღალი დონის თანამედროვე საბანკო სერვისები შევთავაზოთ,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ბანკმა უზბეკეთში დღეიდან საბანკო ოპერაციები დაიწყო.

ამ ეტაპზე ე.წ. Friends and Family რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება.

თიბისის პირველი ფილიალი უზბეკეთში უკვე გაიხსნა. ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული.

“ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პროექტის წარმატებით განხორციელება. 2010 წლის აპრილიდან საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, დავაკმაყოფილეთ ყველა საოპერაციო და მარეგულირებელი მოთხოვნა და მზად ვართ, გადავიდეთ დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზე, ფართო საზოგადოებისთვის მომსახურების შეთავაზებას კი აგვისტოში ვგეგმავთ“, - სანდრო რთველაძე, უზბეკეთში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:

წელს თიბისი უზბეკეთში მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) შემდეგ სერვისებს და პროდუქტებს შესთავაზებს:
• მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები;
• ნაღდი ფულით და ხელფასით უზრუნველყოფილი სესხები;
• ბარათები, მობაილ ბანკინგი, ფულადი გადარიცხვები და ტრანზაქციები (მაგ., P2P ტრანზაქციები, კომუნალური გადახდები);

• სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალით მომსახურება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები