ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0532        EUR 3.4477        GBP 3.8144        RUB 4.2454        UAH 1.1287        AZN 1.796        AMD 6.3083      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებს გადასახადისგან ათავისუფლებენ
30 ივნისი, 2020, 12:16
ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებს გადასახადისგან ათავისუფლებენ
თბილისი (GBC) - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულები, 5 თვის განმავლობაში ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ​თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს კერძო სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებთანაც.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება.

''მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო ცენტრი ''ბათუმის'', ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან, 5 თვის განმავლობაში. ასევე ჩვენ მოვახდინეთ უკვე კომუნიკაცია კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათმა მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა, რომ შესაბამისი შეღავათები დაუწესონ იქ მომუშავე ადამიანებს.

განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო საჯარო დაწესებულება, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო გადასახადები გავზარდოთ. პირიქით ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ ამ კრიზისის და ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლა. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს. ის მოცემულობა, როცა თვითნებურად ხდება გადასახადების ზრდა, ბუნებრივია ეს ამბავი ჩვენამდე მოდის და გვექნება შესაბამისი რეაქცია ამ ყველაფერზე'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები