ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0747        EUR 3.6272        GBP 4.0294        RUB 4.2244        UAH 1.1153        AZN 1.8086        AMD 6.3335      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მლნ ევროს მიიღებს
1 ივლისი, 2020, 14:05
საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მლნ ევროს მიიღებს

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკი საქართველოს ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შესარბილებლად დამატებით 45 მლნ ევროს გამოუყოფს.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხი უკვე დაამტკიცა.

„ამ რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტი-კრიზისულ ზომებს, რომლის მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება,” - აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში. 
დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა. საერთო მიზანი კი იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. 
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის კონკრეტულად COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული,” - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 
აღნიშნული ფინანსური დახმარება „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების“ ფარგლებში გათვალისწინებული სამ-ეტაპიანი საკრედიტო ოპერაციების რიგით მეორე ტრანშია. ის მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხისთვის გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. პირველი საკრედიტო ოპერაცია - 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირების მიზნით „სწრაფი დახმარების მექანიზმის“ საშუალებით გაიცა. მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.

გლობალურ დონეზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ფართო და სწრაფი ზომები მიიღო, რათა ქვეყნებს COVID-19 პანდემიის გავრცელების შეჩერებაში შუწყოს ხელი. მომავალი 15 თვის განმავლობაში, ბანკი დაახლოებით 160 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რომ 100–ზე მეტ ქვეყანას (სადაც მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 70%–ზე მეტი ცხოვრობს) ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დაცვაში, კომპანიების ხელშეწყობასა და ეკონომიკის აღდგენაში დაეხმაროს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები